ნიკოს თასი… ლამაზი დღე ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის ისტორიაში, რომელიც გასახსენებლად დაგვრჩება

31 მაისი _ კიდევ ერთი ლამაზი დღე ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის ისტორიაში, რომელიც გასახსენებლად დაგვრჩება… დილიდან ფუსფუსი შეინიშნებოდა სკოლის ეზოში. ბავშვებმა და მასწავლებლებმა დაიწყეს შეკრება. მერე ყველამ ერთად სპორტულ დარბაზში გადაინაცვლა. ამასობაში  საფეხბურთო ტურნირის დაწყების დრო მოვიდა. დღეს,  ჩვენი სკოლის მოსწავლის, ტრაგიკულად დაღუპული მე-8 კლასელის, ნიკოლოზ გვარჯალაძის ხსოვნის ტურნირი ჩატარდა… შეჯიბრის გამართვის ინიციატივაც და ორგანიზებაც მისმა […]

ჯურუყვეთში, სუფსასა და ჩოჩხათში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯურუყვეთის, სუფსისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაზეც 4 816 953 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოები გურიის გუბერნატორმა გიორგი ღურჯუმელიძემ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა. ლანჩხუთის სოფლებში გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობით ხორციელდება.

მას გურიის გრიგოლ ხანძთელი შეარქვეს… გავერანების პირას მდგარი კომპლექსი წალკოტად აქცია, მისი დამსახურებაა ჯუმათისა და უდაბნოს მონასტრების აღდგენაც!

ლანჩხუთელი არქიმანდრიტს, სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარს, ანდრია კბილაშვილს დღეს დაბადების დღე აქვს. ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე უდიდესი დამსახურების მქონე მაღალი იერარქიის მღვდელს 73 წელი შეუსრულდა. თავისი ცხოვრების ზუსტად ნახევარი მან გურიაში და გურულების გულებში სულიერი სავანის მშენებლობას  მიუძღვნა… „გურია თუდეი“, მკითხველის სახელით, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ულოცავს ღვაწლმოსილ სასულიერო პირს დაბადების დღეს და ჯანმრთელობას უსურვებს მას. […]

სოფელ ლესაში სტიქიის სალიკვიდაციო და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც 1,1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ლანჩხუთის მუნიციაპალიტეტის სოფელ ლესაში გზის სარეაბილიტიაციო და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მისმა მოადგილემ თორნიკე ტიკაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ ადგილზე დაათვალიერეს სამუშაოები. გზის რეაბილიტაციას 637 523 ლარი მოხმარდება, ხოლო 450 მ. სიგრძის ნაპირსამგრის გაკეთებაზე 521 000 ლარი დაიხარჯება. ,,სტიქიის სალიკვიდაციო […]

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი გაერთიანებული ბოლო ზარის კონცერტისთვის მომღერალ ოთო ნემსაძეს 15 000 ლარს გადაუხდის

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის გაერთიანებული ბოლო ზარის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებს. კერძოდ, მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება მომღერალ ოთარ ნემსაძეს 15 000 ლარს გადაუხდის. ამის შესახებ www.bpn.ge წერს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, ოთარ ნემსაძემ კონცერტი 28 მაისს უნდა გამართოს. “როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთა გაერთიანებული ბოლო ზარის ღონისძიება, რაც მოსახლეობის დიდ […]

„ჩიბათობა“, ავთანდილ ჯორბენაძის იდეა, გურული მხედრების მონუმენტი, გია ბაღაშვილი და „ქუჩის მუსიკოსები“ ჩიბათში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჩიბათობა“ და სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნა. ჩიბათელი მხედრების სკვერში გურული მხედრების მონუმენტი საზეიმოდ გაიხსნა. იდეის ავტორი ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე ავთანდილ ჯორბენაძე გახლდათ, რომლის გარდაცვალების შემდე იგი მისმა ოჯახმა განახორციელა. დღის განმავლობაში გაიმართა ტრადიციული სპორტული ღონისძიებები _ ფეხბურთის მატჩი და დოღი, რომელშიც 20-მდე ცხენოსანი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა სოფელში ახალი […]

“შაკოს ოჯახს გამომძიებელმა უთხრა, რომ საქმეს ხურავს, რადგან მკვლელი არის 13 წლის… გართობას ბიჭის სიცოცხლე შესწირა” _ ვისზე წერს ნინია ბარამიძე

„მაქსიმალურად გავავრცელოთ პოსტი, რომ მიაღწიოს 13 წლის მკვლელთან და მის ოჯახთან. 13 წლის მკვლელმა, როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, ჩემი მეგობარი შაკო შარაბიძე მოკლა, მანქანით დაეჯახა“ _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე. მისივე თქმით, შაკოს ოჯახს ესაუბრა გამომძიებელი და უთხრეს, რომ საქმე უნდა დაეხურათ, რადგან მკვლელი არის 13 წლის. „დღეს შაკოს ოჯახმა […]

გურიაში, მომხმარებელმა „ჩუდოს“ იოგურტში თაგვი აღმოაჩინა _ რას ამბობენ სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და მწარმოებელ კომპანიაში

ოზურგეთში ერთ-ერთმა მოქალაქემ თხევად იოგურტში თაგვი აღმოაჩინა. მან ე.წ. გაკირულის უბანში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში ”ჩუდოს” მიერ წარმოებული თხევადი იოგურტი იყიდა. ინფორმაციას „გურია TV“ ავრცელებს. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქემ სოციალურ ქსელშიც დაწერა. ის სასწრაფოდ ითხოვს ”ჩუდოს” წარმოებული პროდუქციის სათანადო კვლევას. ”ჭიქაში გადმოსხმის დროს გადმოსრიალდა ბოთლიდან თაგვი. საშინელება იყო” – ამბობს მომხმარებელი. TokTv დაკავშირდა კომპანია “ვიმ ბილ […]

„ისეა გადანაწილებული, ზოგი გარეთ დარჩეს და მავნებლური პოლიტიკით იმუშაოს, ნაწილმა კი თავი დაიტუსაღოს, რათა სურათი შექმნან…“ _ ნინო წილოსანი

„ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი მოხვდეს საპატიმროში, რომ შემდეგ, ეს უცხოეთში გაყიდული იყოს ისე, რომ თითქოს, საქართველოში პოლიტიკოსები არიან საპყრობილეებში და ისეთი ცრუ ნარატივი გავრცელდეს, რაც აქამდეც ჰქონდათ” – ამის შესახებ ლანჩხუთის ყოფილმა მაჟორიტარმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციონერების ნაწილის მხრიდან გირაოს გადაუხდელობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ”ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ […]

„10 ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან… დამთავრდებიან ძალიან მალე“ – ლადო აფხაზავა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე

„ათი ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან, დამთავრდებიან ძალიან მალე. დეპრესიაში ჩავარდებით, მეგობრებო და აბა, თქვენ იცით“- ასე გამოეხმაურა მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლანჩხუთელი პედაგოგი ლადო აფხაზავა „ბათუმელებთან“ საუბარში ახალი რუსული კანონის, ე.წ „ფარას“ ამოქმედებას, რომელიც 1 ივნისიდან შედის ძალაში. „ცხვირ-პირს გვილეწავდნენ და არავინ დაუპატიმრებიათ, არავის პასუხი არ უგია. სიძულვილის ენის ტირაჟირება ამათი ხელისუფლების დროს […]