„გურიამ“ საშინაო თამაში თბილისში გადაიტანა. ლანჩხუთლებმა წინა ტურში გაინაღდეს ლიგა 2-ის საგზური და სავარაუდოდ, ამანაც იქონია თამაშზე გავლენა და ალბათ, მეტოქის შეუფასებლობამაც, თორემ პირველ წრეში მდევარი „ორბი“ შუა სეზონში არაერთმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა და გუნდს ბოლო 9 შეხვედრაში ერთხელაც არ მოუგია…
ნახეთ მატჩის ალბომი | გურია 3:3 ორბი
თბილისელებმა თამაში სწრაფი გოლით დაიწყეს, თუმცა 10 წუთში უკვე გოჩა ტყებუჩავას გუნდი გავიდა წინ – ჯერ დათა სიჭინავამ შეასრულა ჯარიმა დიდოსტატურად, ბურთს მასპინძელთა მეკარემ ოდენ თვალი გააყოლა; მერე თორნიკე კაპანაძემ თავურით სტუმრები დააწინაურა.
ელვამ თავური გოლად ტაიმის მიწირულსაც აქცია და „გურია“ შესვენებაზე 2-ბურთიანი ფორით გავიდა.
მეორე ტაიმში კი „ორბმა“ 2 გოლი გაიტანა და შეხვედრა 3:3 დასრულდა.

თანაბარი ქულების შემთხვევაში, ლიგის გამარჯვებული „გურია“ გახდება
ამის მიუხედავად, გურულებმა ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნეს და ახლა დარჩენილი 2 შეხვედრის მოგების შემთხვევაში, ლიგაში ჩემპიონები გახდებიან.
„გურია“ 27 ნოემბერს ხაშურში „ივერიას“ ეთამაშება, 4 დეკემბერს კი ლანჩხუთში მიიღებს თბილისის „დიდუბეს“. ორივე მეტოქემ უკვე გაინაღდა ლიგაში დარჩენა.
20.11.2026 | თბილისი, ოლიმპიური კომპლექსი | გურია 3:3 ორბი
0:1, 3:3 გურციევი (2, 84), 1:1 სიჭინავა (10), 2:1, 3:1 კაპანაძე (12, 44), 3:2 კერესელიძე (71)
გურია: იობაშვილი, იაშვილი, კაკუბავა, წილოსანი (57. ხუნდაძე), ნოზაძე, მაისაშვილი, აფციაური, სიჭინავა (85. ქოქოსაძე), ჩაგანავა (57. გეგუჩაძე), შეროზია (57. კახაბრიშვილი), კაპანაძე (57. შარვაძე)





