ჩამქრალი კერა… და-ძმა კვაჭაძეები ლანჩხუთის სოფელ ეწრიდან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ [ფოტო]

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდში დაცული მასალების მიხედვით, სოფელ ეწრის მცხოვრებმა აღათი და ვლადიმერ კვაჭაძეებმა ოთხი შვილი გაგზავნეს სამამულო ომში, მათ შორის ერთადერთი ქალიშვილი ტატიანა. ტატიანა კვაჭაძე 1921 წელს დაიბადა. შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ბათუმის სამედიცინო ტექნიკუმში. იგი 1943 წელს მოხალისედ წავიდა ფრონტზე, სადაც ჩარიცხეს საზენიტო-საარტილერიო ნაწილში. ტატიანამ თავის დადნაფიც ლიდა ჭყონიას უთხრა: ,,ომი […]
„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა…“ _ ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 15 წევრიდან გურიის ერთადერთი წარმომადგენელია

ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა. მასთან ერთად სახელისუფლო პარტიის მმართველ ორგანოში შედიან: ახალარჩეული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და გენერალური მდივანი კახი კალაძე. ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა სულ 15 წევრისგან დაკომპლექტდა, წილოსანი გურიის ერთადერთი წარმომადგენელია. მასში ამჯერად ვერ მოხვდა პარლამენტის ექს-თავმჯდომარე და ოზურგეთის ყოფილი მაჟორიტარი არჩილ თალაკვაძე. “ჩემთვის დიდი […]
გურიის ახალ გუბერნატორს, გიორგი ღურჯუმელიძეს არალეგიტიმურად მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ გურიის რეგიონული ორგანიზაცია

გურიის ახალდანიშნულ გუბერნატორს, გიორგი ღურჯუმელიძეს არ აღიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ გურიის რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მოგეხსენებათ, 6 მაისს საქართველოს არაღიარებული (დასანქცირებული) პარლამენტის მიერ დანიშნულმა (ასევე დასანქცირებულმა) პრემიერად წოდებულმა კობახიძემ, რომლის ლეგიტიმურობა დღემდე არ უღიარება ცივილიზებულ სამყაროს, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად (გუბერნატორად) დანიშნა გიორგი ღურჯუმელიძე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გურიის რეგიონალური ორგანიზაცია არ აღიარებს გიორგი […]
მერე მის ცხოვრებაში ევგრაფი გამოჩნდა… „მის ანგარიშზე ბურთი ასია, ბომბარდირია ჩვენი ვასია“ _ გავიხსენოთ „გურიას“ ყარაგანდელი ლეგენდა

ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ფეხბურთელი ვასილ ტროიანი 1947 წელს ყარაგანდაში (ყაზახეთის სსრ) დაიბადა. ერთი თვის იყო, როდესაც ოჯახი ქუთაისში გადასახლდა. ფეხბურთში ვარჯიში 11 წლის ასაკში დაიწყო „კოლხიდას“ სტადიონზე, მწვრთნელ მიხეილ ლოსაბერიძის ხელმძღვანელობით. სამხედრო სამსახურში გაწვევამდე ქუთაისის „იმერეთში“ თამაშობდა, რომელსაც ღუტუშა ასათიანი წვრთნიდა. დემობილიზაციის შემდეგ მან თერჯოლის „საპოვნელაში“ მიიწვია. სწორედ ამ გუნდში გამოავლინა ფორვარდისთვის საჭირო საუკეთესო თვისებები. ფაქტობრივად, […]
გურიის 16 გუბერნატორიდან „ოცნების“ 5 გიორგი… მიხეილ ჭკუასელიდან გიორგი ღურჯუმელიძემდე, რომელმაც გიორგობა დღეს გიორგი ურუშაძე შეცვალა

დღეს გურიას რიგით მე-16 გუბერნატორი დაუნიშნეს _ გიორგი ღურჯუმელიძემ გიორგი ურუშაძე გიორგობა დღეს შეცვალა. სხვათა შორის, „ქართულ ოცნების“ 7 გუბერნატორიდან 5-ის სახელი გიორგია. ყველაზე ცოტა _ სამი გუბერნატორი ჰყავდა ედუარდ შევარდნაძეს, რომლის დროსაც შემოიღეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი. რეგიონის პირველი თავკაცი 25 წლის მიხეილ ჭკუასელი გახლდათ, რომელიც სხვათა შორის, 23 წლის ასაკში „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი […]
ნინო წილოსანი და ნათია თურნავა… აშშ-ის „MEGOBARI აქტის“ შედეგად დასანქცირებული ქართველების სიაში ორი ლანჩხუთელი მოხვდა

ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარისა და „MEGOBARI აქტის“ ავტორის, კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ X-ზე გამოქვეყნებული დასანქცირებული ქართველების სიაშია კიდევ ერთ ლანჩხუთური ფესვების მქონე გავლენიან მაღალჩინოსანთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად. „MEGOBARI აქტი“ მიღებულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიოზური ხროვა გაფრთხილებულ უნდა იქნას! მხარი […]
„გურიამ“ ბოლო 4 შეხვედრაში კარი „მშრალად“ შეინახა, 10 ქულა დააგროვა და მინიმუმ ერთი დღით, მესამე ადგილზე გადავიდა

დღეს „გურიამ“ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალი-2“ თამაზ შალიკაშვილის მიერ 68-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა და 6 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხილში მესამე ადგილამდე აინაცვლა. მართალია, ტურის რამდენიმე შეხვედრა ხვალ გაიმართება, მაგრამ გადასწრების შანსი მხოლოდ „ალგეთსა“ და „სქურს“ აქვს, თუ თავიანთ შეხვედრებს მოიგებენ. ლანჩხუთელები კი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა კარს „მშრალად“ ინახავენ, სულ კი სეზონის დაწყებიდან […]
გურიის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს _ რა ვიცით გიორგი ღურჯუმელიძის შესახებ, რომელმაც გიორგი ურუშაძე შეცვალა

გურიის მხარის რწმუნებულად ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე დაინიშნა. მან ამ პოსტზე გიორგი ურუშაძე შეცვალა, რომელიც გუბერნატორის პოზიციას 2021 წლიდან იკავებდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ გურიის გარდა კიდევ ოთხ რეგიონში წარადგინა ახალი რწმუნებულები: “პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა – ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში – სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში –ზაალ გელაშვილმა, გურიაში – გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში – ლევან ხარაბაძემ დაიკავეს. ახლად დანიშნულ სახელმწიფო […]
ცული რას მიზამდაო… „ლანჩხუთს“ ლანჩხუთელმა გაუტანა და არ აღნიშნა _ ციცებისა და ძღაბების ზავი გვიმბალაურში

დღეს, გვიმბალაურმა ქალთა საფეხბურთი ჩემპიონატის მერვე ტურის ცენტრალურ მატჩს უმასპინძლა _ მოქმედმა ჩემპიონებმა და ცხრილის სათავეში მყოფმა გურულებმა „სამეგრელოს“ უმასპინძლეს, რომელსაც 2 ქულით ნაკლები ჰქონდა. აქამდე ორივე გუნდს 6-6-ჯერ მოეგოთ, ქულებიც ორივემ „ნიკე-ლუსოსთან“ დაკარგა, ოღონდ მეგრელებმა შინ 0:2 წააგეს, ხოლო „ლანჩხუთი“ ფრედ ეთამაშა დედაქალაქელებს, მატჩს ინტრიგას ისიც მატებდა, რომ „სამეგრელოს“ რიგებში არაერთი ფეხბურთელია, ვინც გასულ […]
ლანჩხუთში, მთავარ მაგისტრალზე, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა [ფოტოები]

დღეს, დილით ავარია მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი, დისტრიბუციის მანქანა და ტრაილერი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „გურია TV“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარია ჯურუყვეთში | ჯაბა ტუღუშის ფოტოები