“სიკვდილს სიმღერით ებრძოდა, ღიმილს აფრქვევდა მაშინაც, რომ უნდა ეტირა“ [ლამარა აბშილავა-ხუხუნის სხსოვნას]

სამზეოს აღარ ამშვენებს განუმეორებელი ხმით უფლისგან დაჯილდოებული არაჩვეულებრივი ხელოვანი და ადამიანი _ ყველასათვის ძვირფასი ლამარა აბშილავა-ხუხუნი. სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული, გულისხმიერი და პასუხისმგებლობით გამორჩეული, სიკვდილს სიმღერით რომ ებრძოდა, ღიმილს აფრქვევდა მაშინაც, რომ უნდა ეტირა. თავს არ აძლევდა უფლებას, მოწყენილს სხვა დაენაღვლიანებინა. მღეროდა დიდი ტკივილებისას. თავისი დაბადების დღეზე, კულტურის მუშაკებთან გამოსათხოვრად რომ გამართა, თვით მოამზადა სუფრა, თავად […]
„საიდანღაც მოტანილ წყალს უთვლის ბავშვებს, ზედმეტი არ დალიონ, რომ სულ უწყლოდ არ დარჩნენ შემდეგ მოტანამდე…“

„საიდანღაც მოტანილ წყალს უთვლის ბავშვებს, ზედმეტი არ დალიონ, რომ სულ უწყლოდ არ დარჩნენ შემდეგ მოტანამდე…“
„თხრილის პირას, მუხლებზე დგას, სისხლი სდის, წყნარად მიყურებს და ნელა გვერდზე წვება. მივცოცდი… გათავდა…“ _ ლანჩხუთელი უიარაღო გმირის ბოლო წამები

„თქვენ, ალბათ, ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება იქცე გმირად, როცა ბრძოლის ველზე მხოლოდ ერთი დღე გაატარე… თქვენ, ალბათ, არ გსმენიათ, ომის უარაღო გმირზე დაუნდობელ ბრძოლაში…“ _ამ სიტყვებით იწყება „მთავარი არხის“ სიუჟეტი უარაღო გმირზე, ლანჩხუთელ ზაალ მდინარაძეზე. მის შესახებ უფრო მეტს გვიყვება არჩილ ხოფერია, ვისთან ერთადაც იბრძოდა ზაალი. მაშინ ლანჩხუთის ჯგუფის მეთაური 30 წლის წინანდელ ტამიშის ამბებს იხსენებს, […]
„დავინახე, როგორ დაწვა ხესთან… ხუთი მეტრის იქით, ზუსტად ხის გვერდით ერთი მეტრში თხრილთან მერაბაა. პირქვე ჩამხობილი, იარაღი ხელში შეყინვია“

ლანჩხუთელი არჩილ ხოფერია ის მეომარია, რომელმაც თავისი ოჯახის მაგალითზე გვაჩვენა, ბოლომდე უშიშრად ბრძოლა და სამშობლოსთვის მაქსიმუმის გაღება რომ შეუძლია. მამა-შვილი ხოფერიები აფხაზეთის ომში გმირულად იბრძოდნენ, არჩილის ძმა _ ჯამბულათმა თავი შესწირა სამშობლოს. არჩილის შვილი _ უმცროსი ჯამბულათიც რუსებთან ბრძოლას შეეწირა… უკრაინაში, სადაც დღეს მისი მამა იბრძვის, მათ შორის საქართველოსთვის…მოკლედ, გვიმბალაურელ ხოფერიებში სამშობლოსთვის ბრძოლა თაობიდან თაობას […]
ქორწილში მოლხენა და… გივი წითლიძე _ იცოდით, „გურიას“ ჩემპიონობა „მერცხალმა“ დააკარგვინა? გურული დერბის ლამის საუკუნოვანი ისტორია

გურული დერბის ისტორია სათავეს გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს. პირველი შეჯიბრი 1937 წელს გაიმართა, როცა ლანჩხუთში პირველი ოფიციალური საფეხბურთო გუნდი „სპარტაკი“ შეიქმნა (მისი წინამორბედი „კიმი“ არაოფიციალური გახლდათ). აღნიშნულ შეჯიბრში „სპარტაკის“ გარდა მაშინდელი მახარაძის, ჩოხატაურის ნაკრებები და სამტრედიის „ლოკომოტივი“ მონაწილეობდნენ. ზონაში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე გადიოდა, ეს პატივი კი ლანჩხუთის კლუბმა მოიპოვა და როგორც შემდგომში გამოჩნდა, გურიის […]
„გატან დიდ სიყვარულს, უსაშველო მონატრებას, ჩემს გულს, იცი, ვისთანაც…“ _ ლანჩხუთი თავის რამიზა ჩხაიძეს ემშვიდობება

ლანჩხუთი ხვალ უკანასკნელ გზაზე გააცილებს თავის გამორჩეულ შვილს, რამიზა ჩხაიძეს. დიახ, არ დავწერეთ „რამიზ ჩხაიძე“, რამეთუ იმ ერთ ასოში ლანჩხუთელთა დიდი სიყვარულია _ რამიზათი იცნობდნენ ლანჩხუთში და ღარიბმა აცანელმა ბიჭმა სიცოცხლეშივე ლეგენდად აქცია სახელიც და ასევე ბრენდად ქცეული მეტსახელი – რტჩ! ორივე სახელის სხენებაზე უმალ ლანჩხუთში პირველი გასტრონომი „ოჯახური“ და მისი დამაარსებელ-სულისჩამდგმელი „ტელმაგიჩი“ ამოტივტივდება გონებაში. […]
„არასდროს დამავიწყდება, ფეხი ავიდგი ჩაიზე, ყველას გკოცნით და გეხვევათ თქვენი რამიზა ჩხაიძე“ – ჩვენი „რტჩ“ 75 წლისაა!

„სიხარულს ვეღარ ვმალავდი, ღიმილი მქონდა ბაგეში, ერთი ღარიბი ვიყავი, 40 ცალ პუნქტის გამგეში!“ _ ნაწყვეტი „ავტობიოგრაფიიდან“ ლანჩხუთელი ბიზნესმენი, ვაჭრობის დარგის კოლორიტული წარმომადგენელი _ რამიზ, სიყვარულით _ რამიზა ჩხაიძე, იგივე „რტჩ“ 75 წლის გახდა. თავის დროზე, მან ლანჩხუთში პირველმა დაარსა შემდგომში სახელგანთქმული გასტრონომი „ოჯახური“, სადაც მზა საჭმელების შეძენა შეიძლებოდა. დღეს იგი თბილისში მოღვაწეობს და საქვეყნოდაა ცნობილი […]
„შევარდენივით გამოუქროლეს ორმოციოდე გურულებმა და და ნახევარ საათში ბურთი ლელოზე მიარბენინეს“… ლელობურთი _ ლანჩხუთის სავიზიტო ბარათი!

ლელობურთი გურიის ერთ-ერთი კოლორიტული ტრადიციაა, რომელიც ყოველი წლის აღდგომა დღეს, სოფელ შუხუთში იმართება. 2020 წლის აღდგომას ლანჩხუთი ლელობურთის გარეშე შეხვდა, ამის მიზეზი – მსოფლიო პანდემია კორონავირუსი გახდა. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც შუხუთში, სიმბოლურად ააგდეს ბურთი. პირველად ასეთი ფაქტი 1989 წელსდაფიქსირდა, მიზეზი კი მაშინ 9 აპრილის სისხლიანიმოვლენა გახდა. „ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გადატანას […]
„გურიას“ დამატებით დრო ეკუთვნოდა, ცსკა-ს კი მოგება არ დაუმსახურებია“… როდის დაიწერა „ფუტბოლ-ხოკეის“ ცნობილი სტატია _ „წერტილი რუკაზე“

1976 წელი იდგა… „გურია“ სსრკ-ის თასის მეთექვსმეტედფინალში გავიდა, ანუ მეორე ლიგის გუნდი საბჭოთა კავშირის 32 გუნდს შორის მოხვდა. ეს ისტორიული დღე იყო ლანჩხუთის ფეხბურთის ისტორიაში _ „გურია“ მილიონობით ადამიანმა გაიცნო. …იმ დღეებში ლანჩხუთი დიდი ფეხბურთის მოლოდინით ცხოვრობდა. ხუმრობა ხომ არ იყო, არმიელთა რიგებში საბჭოთა კავშირის პირველი ნაკრების სამი წევრი გამოდიოდა. თამაში მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და […]
ლანჩხუთში, „საქართველოს ბანკის“ შესასვლელში გადაღებულმა ფოტომ სოციალური ქსელი „ააფეთქა“

გუშინ, მთელმა საქართველომ იხილა „საქართველოს ბანკში“ მძარცველის შესვლისა და იქიდან 500 ათასი დოლარის გატაცების ამბავი. მოგეხსენებათ, გურული კაცი რთულ ვითარებაშიც არ კარგავს იუმორის სურვილს და გთავაზობთ საუკეთესო კომენტარებს: $ „პასუხი კითხვაზე, რაფერ მივიღოთ ფული ბანკიდან უდაბლესი პროცენტით, გაცემულია“; $ „ყველაზე მაგრა „საქართველოს ბანკმა“ იმოქმედა. ხელყუმბარიანი ტერორისტი შეუვარდათ, 43 მძევალი ეიყვანა და მაინც მოახერხეს და თავისი […]