ნიკოს თასი… ლამაზი დღე ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის ისტორიაში, რომელიც გასახსენებლად დაგვრჩება

31 მაისი _ კიდევ ერთი ლამაზი დღე ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის ისტორიაში, რომელიც გასახსენებლად დაგვრჩება… დილიდან ფუსფუსი შეინიშნებოდა სკოლის ეზოში. ბავშვებმა და მასწავლებლებმა დაიწყეს შეკრება. მერე ყველამ ერთად სპორტულ დარბაზში გადაინაცვლა. ამასობაში საფეხბურთო ტურნირის დაწყების დრო მოვიდა. დღეს, ჩვენი სკოლის მოსწავლის, ტრაგიკულად დაღუპული მე-8 კლასელის, ნიკოლოზ გვარჯალაძის ხსოვნის ტურნირი ჩატარდა… შეჯიბრის გამართვის ინიციატივაც და ორგანიზებაც მისმა […]
ჯურუყვეთში, სუფსასა და ჩოჩხათში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯურუყვეთის, სუფსისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაზეც 4 816 953 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოები გურიის გუბერნატორმა გიორგი ღურჯუმელიძემ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა. ლანჩხუთის სოფლებში გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობით ხორციელდება.
მას გურიის გრიგოლ ხანძთელი შეარქვეს… გავერანების პირას მდგარი კომპლექსი წალკოტად აქცია, მისი დამსახურებაა ჯუმათისა და უდაბნოს მონასტრების აღდგენაც!

ლანჩხუთელი არქიმანდრიტს, სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარს, ანდრია კბილაშვილს დღეს დაბადების დღე აქვს. ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე უდიდესი დამსახურების მქონე მაღალი იერარქიის მღვდელს 73 წელი შეუსრულდა. თავისი ცხოვრების ზუსტად ნახევარი მან გურიაში და გურულების გულებში სულიერი სავანის მშენებლობას მიუძღვნა… „გურია თუდეი“, მკითხველის სახელით, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ულოცავს ღვაწლმოსილ სასულიერო პირს დაბადების დღეს და ჯანმრთელობას უსურვებს მას. […]
„26 მაისი ჩვენი ხატია, ჩვენი დროშაა. მტრების სახრჩობელაა, დამარცხებაა მათი“ _ რა ისტორიულ ფოტოს აქვეყნებს ნიკა მაჭუტაძე

ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ნიკა მაჭუტაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 20 წლის წინანდელ ისტორიას იხსენებს, როცა ლანჩხუთში დაიდგა პირველი ქართული დემოკრატიული და დამოუკიდებელი რესპუბლიკის შემოქმედის ბიუსტი. „ჩემი 26 მაისი. ბავშვობის წარუშლელი სურათი, როგორც აქტი, როგორც ბედისწერა ამ ფოტოზე აღბეჭდილი. კიდევ ერთი 26 მაისი. გილოცავთ! 20 წელიწადი გავიდა ამ ფოტოს გადაღებიდან. 20 წლის წინ დაიდგა პირველი ქართული დემოკრატიული […]
ვალოდია გოგუაძე _ ჯავშნოსანი მატარებლის რაზმის ჭანჭათელი მეთაური… ეროვნული გმირი, რომელმაც მუშებისთვის სროლაზე უარი განაცხადა!

გურიაში მრავალშვილიანი ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა ვალოდია გოგუაძე. მის მშობლებს, ელისაბედსა და საბას 11 შვილი ჰყავდათ, აქედან ოთხი ყვავილით დაეხოცათ, დარჩათ ხუთი ვაჟი და ორი ასული. ბავშვობაში ჩაბმული იყო ოჯახის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში. გოგუაძეების ოჯახს სოფელ ჭანჭათში მცირე მიწა ჰქონდა, ამიტომ ოჯახი იჯარით ამუშავებდა თავადების მიწებს ნიგოითში, გრიგოლეთსა და ლეკიანში, თუმცა იჯარით აღებული მიწის დამუშავებიდან ოჯახს […]
იცნობდეთ 14 ლანჩხუთელს, რომლებმაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე მოაწერეს ხელი

ლანჩხუთში არის ნოე ჟორდანიას სახელობის სკვერი, რომელიც 1918 წლის ცნობილ მოვლენებთან არის დაკავშირებული. სიმბოლური საფლავიცაა მოწყობილი და დგას ნოე ჟორდანიას ბიუსტიც. ალბათ, ნაკლებად არის ცნობილი, რომ 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე 14 ლანჩხუთელის ხელწერაა. ისეთი პატარა მუნიციპალიტეტისთვის, როგორც ლანჩხუთია, ეს უნიკალური მოვლენაა. უფრო მეტიც, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაშიც მრავლად იყვნენ ჩვენი რაიონის მკვიდრნი ამა თუ იმ […]
დღეს, ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებელი სადგურ რიონთან გაფუჭდა და თითქმის ერთი საათი გაჩერებული იყო

მგზავრების ინფორმაციით, ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სადგურ რიონთან გაჩერდა. მათი თქმით, თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ მატარებლის დაძვრას. ინფორმაციას www.batumelebi.ge ავრცელებს. „გაფუჭებულ მატარებელს სხვა ელმავალი ჩააბეს და ასე გაიყვანეს“ – უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა მგზავრმა. „საქართველო რკინიგზას“ ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია. ცნობისთვის: 25 აპრილს, გომი-აგარას მონაკვეთზე, ოზურგეთი-თბილისის მატარებელს ხანძარი გაუჩნდა, ერთი ვაგონი დაიწვა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. 20 […]
სოფელ ლესაში სტიქიის სალიკვიდაციო და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც 1,1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ლანჩხუთის მუნიციაპალიტეტის სოფელ ლესაში გზის სარეაბილიტიაციო და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მისმა მოადგილემ თორნიკე ტიკაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ ადგილზე დაათვალიერეს სამუშაოები. გზის რეაბილიტაციას 637 523 ლარი მოხმარდება, ხოლო 450 მ. სიგრძის ნაპირსამგრის გაკეთებაზე 521 000 ლარი დაიხარჯება. ,,სტიქიის სალიკვიდაციო […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ილია ქრისტეფორეს ძე ურუშაძე

◼️ | შვილები: ბიძინა, ზაზა, კახა ურუშაძეები; რძალი ნატალია; შვილიშვილები: მარიამი, გიორგი, ილია, ირაკლი, თორნიკე, ცოტნე, დავით ურუშაძეები; დისშვილები; ბიძაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ილია ქრისტეფორეს ძე ურუშაძე. ◼️ | დაკრძალვა: კვირას, 25 მაისს, 15 სთ.-ზე; სოფ. მამათი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი გაერთიანებული ბოლო ზარის კონცერტისთვის მომღერალ ოთო ნემსაძეს 15 000 ლარს გადაუხდის

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის გაერთიანებული ბოლო ზარის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებს. კერძოდ, მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება მომღერალ ოთარ ნემსაძეს 15 000 ლარს გადაუხდის. ამის შესახებ www.bpn.ge წერს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, ოთარ ნემსაძემ კონცერტი 28 მაისს უნდა გამართოს. “როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთა გაერთიანებული ბოლო ზარის ღონისძიება, რაც მოსახლეობის დიდ […]