„ლანჩხუთმა“ თბილისის „კვარტალიდან“ კიდევ ორი ფეხბურთელი დაიბრუნა _ სალომი დიმოპულუ და მეგი ეჯიბია.
მანამდე მოქმედმა ჩემპიონებმა დედაქალაქური გუნდიდან თათია გაბუნია, ანასტასია ბოლქვაძე, ტატა მატვეევა და პალინა ჰირჩიცი გადმოიყვანა. პირველი ორი დიმოპულუსა და ეჯიბიას მსგავსად, 2023 წელს „ლანჩხუთთან“ ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი.
![](https://guriatoday.ge/wp-content/uploads/2025/01/megi.jpg)
მეგი ეჯიბიაც დაბრუნდა
წინა სეზონში ეს ექვსეული „კვარტალში“ გამოდიოდა და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მათ ჩემპიონობაში ხელი სწორედ ლანჩხუთის ქალთა გუნდმა შეუშალა.
„ლანჩხუთი“ ახალი სეზონის წინ 17-მა ფეხბურთელმა დატოვა. ამ დროისთვის გუნდმა 6 ფეხბურთელი დაიმატა და ყველა „კვარტალიდან“.