ექსკლუზივი: „ლანჩხუთმა“ ბელორუსი ჰალინა ჰირჩიჩი დაიმატა, მოქმედი ჩემპიონი 6-მა ლეგიონერმა დატოვა…

|

Loading

„ლანჩხუთი“ ლეგიონერების უმეტესობამ დატოვა

ახალი სეზონიდან, „ლანჩხუთის“ ღირსებას ბელორუსი მცველი დაიცავს _ ჰალინა ჰირჩიჩი მოქმედმა ჩემპიონმა „კვარტალიდან“ დაიმატა. ამის შესახებ კლუბის ფეისბუქ-გვერდზე ვკითხულობთ.

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, კლუბში დიდი ცვლილებებია. ძველი შემადგენლობიდან რჩება ორი ლეგიონერი _ ანა მილჩევსკა და ჰარა რასელი, ხოლო „ლანჩხუთი“ უკვე დატოვა 6-მა უცხოელმა: კელი გიდესმა, ანამარია ბეჟამ, ვანესა ხირარდომ, ლესლი რამირესმა, პაულა კიროგამ და იაღმურ იალვაჩმა.

იაღმურ იალვაჩი

ეს უკანასკნელი თბილისის „ლუსოს“ (ყოფილი „ელიტა“) ღირსებას დაიცავს, რომელიც ახლახანს მისი მამის, ბურხან იალვაჩის საკუთრებაში გადავიდა. უფროსი იალვაჩი ამავე სახელწოდების საერთაშორისო კომპანიას ფლობს და ბოლო თვეების მანძილზე „ლანჩხუთთან“ თანამშრომლობდა.

თურქი ლეგიონერის გარდა „ლუსოში“ გურულების რამდენიმე ლიდერი ითამაშებს, მოთამაშეთა ნაწილი კი ჩხოროწყუს „სამეგრელოში“ გადავიდა. დაზუსტებულ ინფორმაციას მალე შემოგთავაზებთ.

„ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, ხოლო ჯამში ამ ტიტულს ყველაზე მეტჯერ _ 4-ჯერ დაეუფლა. წელს გურულები ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ, სადაც 2020 წელს, საქართველოდან პირველებმა მოახერხეს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა.

რას ჩივი?