„ჩვენი გუნდი დიდი სიამაყით აცხადებს, რომ ანა გობრონიძე შემოგვიერთდა!“ _ სად გადავიდა „ლანჩხუთის“ ფეხბურთელი

|

Loading

ანი გობრონიძე

ლანჩხუთის ფეხბურთელი ანი გობრონიძე კარიერას ჩხოროწყუს „სამეგრელოში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას მეგრული კლუბი ავრცელებს:

ჩვენი გუნდი დიდი სიამაყით აცხადებს, რომ ნიჭიერი და პერსპექტიული შემტევი ნახევარმცველი ანა გობრონიძე ოფიციალურად შემოგვიერთდა! ანა ჩვენს გუნდს შემოუერთდა ქსკ „ლანჩხუთიდან“. მას მრავალფეროვანი საფეხბურთო გამოცდილება აქვს, იყო საქართველოს 16, 17 და 19-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრების წევრი. მისი მოედნის ხედვა, ტექნიკური უნარები და შეუპოვრობა განსაკუთრებულ ძალას შესძენს ჩვენს გუნდს. ანა არის მოთამაშე, რომელიც თავისი შრომისმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით გუნდს ახალ სიმაღლეებზე გაიყვანს და ჩვენი გამარჯვებების მნიშვნელოვანი ნაწილიც გახდება. „სამეგრელო“ სიამაყითა და შემართებით მზად არის ახალი გამოწვევებისთვის! ანას დიდ წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გუნდში და გვჯერა, რომ მასთან ერთად უამრავ გამარჯვებას მივაღწევთ!“ _ ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, ანი გობრონიძე ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბის აღზრდილია, მის შემადგენლობაში ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, პირველად ტიტული 15 წლის ასაკში მოიპოვა.

რას ჩივი?