„ნამდვილი კინოვარსკვლავი“ _ ხიდმაღალა თავის კოლორიტს ემშვიდობება. რას წერს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი?

|

Loading

ტარიელ ქილიფთარი

ლანჩხუთის სოფელი ხიდმაღალა (სუფსის თემი) თავის კოლორიტს, ტარიელ ქილიფთარს ემშვიდობება.

„ძალიან მეწყინა და გული დამწყდა! ბატონი ტარიელი იყო ჩვენი სოფლის, ხიდმაღალას ერთ-ერთი საუკეთესო კუთხის მშრომელი, პატიოსანი, პურ-მარილიანი, კოლორიტი კაცი! ვიზიარებ და თანავუგრძნობ ოჯახს და მთელ კუთხეს. ის ყველას დაგვაკლდება!“ _ წერს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ჯუმბერ ბლაგიძე სოციალურ ქსელში.

„ნამდვილი კინოვარსკვლავი“ _ ასეთ კომენტარს აკეთებს ბატონი ტარიელის ახალგაზრდობის ფოტოზე ნატო ცქვიტინიძე.

„გულისტკივილით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი საყვარელი, მშრომელი და პატივსაცემი ბაბუა – ტარიელ ქილიფთარი. პანაშვიდი გაიმართება ორშაბათს, გასვენება _ სამშაბათს. მისამართი: ლანჩხუთი, სოფელი სუფსა“ _ წერს სოციალურ ქსელში ელუკა მარგალიტაძე.

ბატონი ტარიელი გურული შემსრულებლის შოთიკო მარგალიტაძის ბაბუა გახლდათ.

„გურია Today“ მაწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.