გურული რეჟისორი და მკვლევარი ირაკლი მახარაძე სოციალურ ქსელში ქვიანელი ფირალის, თედორა ასკურავას ისტორიას აქვეყნებს:
გურიაში იყო ერთი ფირალი თედორა ასკურავა. პოლიცია დასდევდა, ერთმა მისმა ამხანაგმა თედორა გასცა, მარა ფირალმა შეძლო გაქცევა და სამეგრელოში გადავიდა.
მან თავი შიაფარა დადიანის ოჯახში. თავრობა ვერ ჩევიდოდა დადიანის ოჯახში ობისკის გასაკეთებლათ. ამისთანები ბეური ინახვიდა თავს დადიანის ოჯახში.
ერ დღეს შედის დადიანი მაგინის ოთახში და უჩივა დადიანი:
– ბიჭებო, თავს რომ მარჩენიეფთ, რა ვაშკაცები ხართო, რა შეგიძლია თქვენო! მოდი, უნდა გამოქცადოთო. ჩემ მუურავს აქ დღეს ქორწილი მილოცვიანიო. გამოდი ერთმა თქვენთაგანმაო, რაც ფული შამუა იმ ქორწილშიო, მოსტაცე და მომიტანეო. არ იქნას კაცი მოკლული, არც დაჭრილიო…
გამევიდა თედორა ასკურავა და უთხრა:
– მომეცი, ბატონო, თქვენი ცხენი და მე გავაკეთეფ ამასო.
ბატონმა ნება დართო, წიეყვანა მისი ცხენი. რომ მუაწია მილოცვის დამთავრების დროი, თედორამ შეკაზმა ცხენი, შიაჯდა ზეთ და წევიდა ქორწილში. ცხენი დაამალქაფა ჭიშკართან, მიამბა ღობეზეთ, გააღო ჭიშკარი და ჩევიდა ეზოში იარაღასხმული და ნაბადმოსხმული. იარაღი ნაბადში აქ დამალული. მივიდა მისალოც ყუთთან და მუულოცა ფული, რომ ჩაეხედა კარქათ.
უძახიენ ხალხს სეფაში დასაჯდომათ სადილზე: – მიბძანდით, ბატონებოო!
ნახევრათ ხალხი დამჯდარია სეფაში. მისალოცავ ყუთს კრავენ წასაღებათ, შესანახავათ. თედორაი უყურეფს გვერდებიდან. რომ მოკრეს ყუთი, თედორაი მივარდება სტოლზე, საცხა დგანა ყუთი და დასცხეფს ლივერს.
– დაწექით, – დეიყვირეფს.
ამ დროს დაატანს ყუთს ხელს ელვასავით და გეიქცევა. მიირბენს ცხენთან და მუახტება ცხენს ზრუგზე. გააჭენეფს ტყისკენ. მერე მივა დადიანის სასახლეში და ჩააბარეფს ყუთს დადიანს.
შეიქნა ძებნა. სამი დღის გამაულობაში ეძებდა აბაშის პრისტავი თავის სტრაჟებით.
მეოთხე დღეს პრისთავს უძახის დადიანი: რა ქენითო, ფული ნახეთო? – ეკითხება.
ვერაო.
თქვენო, ფულს კარა, კამბეჩს ვერ ნახავთ შარაზეო. აიღეფს და მისცემს ფულიან ყუთს, რომელსაც გახსნიენ და არ აკტება არც ერთი კაპეკი სიის მიხედვით…
სოფ. ქვიანი.



