„ლანჩხუთობაზე“ გინესის გურულმა რეკორდსმენმა, გოდერძი მახარაძემ კიდევ 2 რეკორდი დაამყარა: მან კალათბურთის ბურთით 1 წუთში 220-ჯერ აკენწლა თავით და რეკორდი 40-ით გააუმჯობესა. ასევე დაგეგმილი ჰქონდა დამჯდარ მდგომარეობაში 1000 აეკენწლა, მაგრამ 45 წუთიც არ დასჭირვებია გეგმა 5,5-ჯერ (43 წუთში 5503-ჯერ) გაეუმჯობესებინა.
ამით გოდერძიმ ლანჩხუთში მეათე, ხოლო საერთო ჩათვლაში მხოლოდ 69-ე რეკორდი დაამყარა.
მისი სპონსორი იყო „ელიტ-გურია“ ტექნიკის მაღაზია ლანჩხუთში, რომელმაც რეკორდსმენს საჩუქრად ტელევიზორი გადასცა.
„მოხარულები ვართ, რომ ვიყავით გინესის რეკორდსმენის, გოდერძის მახარაძის მხარდამჭერი. „რეკორდი იწყება ელიტით“ _ ეს იყო ჩვენი თანამშრომლობის სლოგანი. წარმატებებს ვუსურვებთ მას, ჩვენს მომხმარებელს კი შევახსენებთ, რომ „ელიტ-გურია“ თქვენი ტექნიკის სახლია ლანჩხუთში, მაღალი ხარისხით ელექტროსაქონლით, დიდი არჩევანითა და მუდმივი აქციებით“ _ განაცხადეს „ელიტის“ ოფიციალურ სადილერო მაღაზიაში, რომელიც ქალაქ ლანჩხუთში, ნოე ჟორდანიას ქ.#112-ში მდებარეობს.




