ლანჩხუთში, სახალხო დღესასწაულის გამო, ქალაქის ცენტრსა და მიმდებარედ, ტრანსპორტის გადაადგილება შემოვლითი გზებითაა შესაძლებელი

|

Loading

ლანჩხუთში კონცერტისთვის სცენას ამზადებენ

„ლანჩხუთობის“ გამო, ქალაქის ცენტრალური მოედანი დილიდანვე გადაკეტილია. კონცერტისთვის სცენას ამზადებენ, ხოლო მიმდებარეთ სოფლის კუთხეები ეწყობა. ამის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე იმ მგზავრებისთვის, რომლებიც ავტომაგისტრალის ნაცვლად, ჯაპანა-ლანჩხუთი-გრიგოლეთის (და პირიქით) ე.წ. ძველი გზით ისარგებლებენ.

ამიტომაც მათ გადაადგილება შემოვლითი გზებით შეეძლებათ. კერძოდ, ბათუმისკენ მიმავალმა ტრანსპორტმა, ქალაქის მთავარი [ნოე ჟორდანიას] ქუჩიდან უნდა გადაუხვიოს მარცხნივ რუსთაველის ქუჩაზე, რომლიდანაც მალევე მარჯვნივ, ჭანტურიას ქუჩაზე გააგრძელონ მოძრაობა და რიგით მეოთხე მარჯვენა გადასახვევით [კვირკველიას ქუჩა] ავტომაგისტრალისა და ბათუმის ძველი გზის გადაკვეთამდე მივლენ.

თბილისისკენ მიმავალი ტრანსპორტისთვის ყველაზე მარტივია ავტომაგისტრალზე გადასვლა, ხოლო თუ ლანჩხუთის აღმოსავლეთ სოფლების გავლა სურთ, მათ, ავტობანის საპირისპირო, მარჯვენა გადასახვევით უნდა ისარგებლონ, კვირკველიას ქუჩიდან ჭანტურიას ქუჩაზე გადავლის შემდეგ, რიგით მეოთხე მარცხენა გადასახვევით რუსთაველის ქუჩაზე გავლენ, რომელიც ქალაქის მთავარ ქუჩას იმ ადგილიდან შეუერთდება, სადაც მოძრაობა თავისუფალია.

დღეს, ლანჩხუთში სახალხო დღესასწაული მესამედ ტარდება. დღის ბოლოს, წლის საუკეთესო პედაგოგებს დააჯილდოებენ, ასევე მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს დაასახელებენ. საღამოს 6 საათიდან დაიწყება „ქართული ხმებისა“ და ,,გუფი ლენდის“ კონცერტი. გზაზე შეზღუდვა, სავარადოდ, საღამოს 9 საათიდან მოიხსნება.