ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში ტრადიციული დოღი გაიმართა.
მასში გურიის სხვადასხვა სოფლიდან და ხულოდან 20-მდე მხედარი
მონაწილეობდა. სამი გარბენი შედგა 1, 2 და 4 კმ.-იან დისტანციაზე.
I გარბენი: I ადგილი _ ლუკა პაქსაძე ბახვიდან, ცხენი ჩიკო; II ადგილი _ მიშიკო
ნინუა (ნატანები), ცხენი რიჩარდი; III ადგილი _ ლიზი ხოფერია (შუხუთი), ცხენი
დობრა.
II გარბენი: I ადგილი _ დავით შარაშენიძე (ნატანები), ცხენი ჯაგა; II ადგილი _ ჯაბა
ბერიძე (ხიდისთავი), ცხენი ჩიკო; III ადგილი _ ჯემალ გორგაძე (ღორჯომი, ხულო),
ცხენი სანთელი.
III გარბენი / მარულა: I ადგილი _ ლიზი ხოფერია (შუხუთი), ცხენი დობრა; II
ადგილი _ ჯემალ გორგაძე (ღორჯომი, ხულო), ცხენი სანთელი; III ადგილი _ გია
სალუქვაძე (ახალსოფელი), ცხენი მარღა.
ასევე გაიმართა ოთხთა ტურნირი ფრენბურთში, რომელშიც ქვემო და ზემო
აკეთის, ჭანჭათის და გაგურის გუნდები მონაწილეობდნენ.
გამრჯვებულებს თასები, მედლები და ფულადი პრიზები ადგილობრივი
ხელისუფლების პირველმა პირებმა გადასცეს. ღონისძიება 8 ათასი ლარით
დააფინანსა კომპანიამ კრიმანჭულის გზა.
ცნობისთვის: აცანაში დოღის ჩატარებას საფუძველი გასული საუკუნის 90-იან
წლებში ჩაეყარა. შეჯიბრი ყოველწლიურად 28 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს,
მდინარე სუფსის მიმდებარედ იმართება.