ორი ლუკას და კახას 3 _ „გურიამ“ ლანჩხუთში მეოთხე თამაშიც დიდი ანგარიშით მოიგო და ისევ 5 გაიტანა!

|

Loading

„გურიამ“ ისევ დიდი ანგარიშით მოიგო

„გურიამ” საკუთარ მოედანზე ხაშურის „ივერიას” უმასპინძლა და 5:2 მოუგო.

ლანჩხუთში ჩატარებულ მეოთხე შეხვედრაში გურულებმა მინიმუმ 5 გოლი გაიტანეს და პირველად გაუშვეს. წინა მატჩები „ევგრაფი შევარდნაძეზე“ 5:0, 5:0 და 6:0 მორჩა.

ამჯერად პირველი ორი გოლი ორმა ლუკამ გაიტანა _ ჩაგანავამ ანგარიში გახსნა, ქოქოსაძემ 2:1 გახადა. შეცვლაზე შესულმა, კახა კახაბრიშვილმა ჰეთ თრიკი შეასრულა.

5:2 დიდი ანგარიშია, თუმცა ასე იოლიც არ ყოფილა მოგება _ ხაშურლებმა, რომლებიც ასევე წინა სეზონში დაწინაურდნენ, პირველ ტაიმში ანერვიულეს მასპინძლები _ გურულთა მეკარეს ფეხი ბურთზე აუცდა და გაგრძელებული შეტევა იმერლებმა გოლით დაასრულეს.

1:1 მორჩა პირველი ტაიმი, მაგრამ კლასმა თავის ქნა და შეცვლაზე შესულმა კახაბრიშვილმა 3 გოლი 17 წუთში ჩაატია…

ლანჩხუთელებს 4 ყვითელი ბარათის გამო კლუბის და ლიგის მთავარი მეგოლე _ დათა სიჭინავა აკლდათ. ასევე დისკვალიფიცირებული იყო გოჩა ტყებუჩავა, რომელიც ტრიბუნიდან ადევნებდა შეხვედრას თვალს.

„გურიამ“ მეორე ადგილი შეინარჩუნა

მოედანზე გუნდს კი თემურ ლორია მოძღვრავდა _ გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრიუმფატორი.

მომდევნო შეხვედრას „გურია” თბილისში კვირას, 21 ივნისს გამართავს, „დიდუბესთან”, რომელმაც დღეს „ორბი” შეაჩერა და დაეწია.

დღესვე, „გონიომ“ 4:0 მოიგო და აქედან 2 გოლი ლანჩხუთელმა ლევან ინგოროყვამ გაიტანა.

15.06.2026 | ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“ | გურია 5:2 ივერია 1:0 ჩაგანავა (5′), 1:1, 5:2 ზაზიკაშვილი (41′, 87′ პენ.), 2:1 ქოქოსაძე (54′), 3:1, 4:1, 5:2 კახაბრიშვილი (70′, 72′, 87′)

გურია: ისიანი, მელიავა, იაშვილი, კაკუბავა (82′ წილოსანი), ნოზაძე (78′ ტაბატაძე), მაისაშვილი (82′ კოკაია), შარვაძე (46. ოქროპირიძე), ჩოთალიშვილი, გამბაროვი (46′ კახაბრიშვილი), ჩაგანავა, ქოქოსაძე.