ელვაა თუ კრიშტიანუ რონალდუ? თორნიკე კაპანაძის სუპერგოლი და ფრე მარნეულში: „გურია“ ისევ მესამეზეა!

|

Loading

მატჩის ფოტო " თბილისი 2025 1:1 გურია

„გურიამ“ მესამე შეხვედრა ჩაატარა თბილისურ გუნდთან და სამივე შედეგი დააფიქსირა: წააგო „იბერია 1999-2“-თან, მოუგო „დინამო-2“-ს და ახლა ფრედ ითამაშა „თბილისი 2025“-თან.

მატჩი მარნეულში გაიმართა და 1:1 დასრულდა. გურულები თორნიკე კაპანაძის ზღაპრული გოლით დაწინაურდნენ _ დათა სიჭინავამ ჯარიმა მეტოქის საჯარიმოში „ჩაჰკიდა“, ყველას დავით მაისაშვილმა აჯობა და შეტევაში წასულმა მცველმა თავურით საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნახეთ თორნიკე კაპანაძის გოლი

„ელვას“ გოლი-შედევრი კრიშტიანუ რონალდუს გოლებს მოგაგონებდათ…

ეს მატჩის მე-40 წუთზე მოხდა, მაგრამ „გურიამ“ ანგარიში პირველ ტაიმშიც ვერ შეინარჩუნა _ დაცვაში ბავშვური შეცდომებით დედაქალაქელებმა ისარგებლეს და ანგარიში გაათანაბრეს, 1:1.

„გურია“ ისევ მესამე ადგილზეა

მეორე ტაიმში აღარ შეცვლილა და საბოლოო ანგარიშადაც პირველის შედეგი დაფიქსირდა.

რა თქმა უნდა, ლიდერთან, თანაც სტუმრად ფრე დადებითი შედეგია, თუმცა უფრო მეტ სახიფათო მომენტებს უნდა ვქმნიდეთ და იმედია, ეს უახლოეს თამაშებში გამოსწორდება.

ახლა „გურია“ ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლებს და შემდეგ 3 თამაში აქვს თბილისურ გუნდებთან _ ერთი უპირობო აუტსადერია (იბერია 2010), ხოლო „ვიტ ჯორჯია“ ქულებით მისდევს ლანჩხუთელებს, ბექა ბერიძის „ორბი“ კი _ I-II ადგილებს იყოფს „თბილისი 2025“-თან.

03.05.2026 | მარნეული, ცენტრალური სტადიონი | თბილისის 2025 1:1 გურია

0:1 კაპანაძე (40), 1:1 ლაცაბძე (43)

გურია: ისიანი, კაკუბავა, მელიავა, იაშვილი, ნოზაძე, მაისაშვილი (79′ კოკაია), ჩაგანავა (88′ ტაბატაძე), ჩოთალიშვილი, სიჭინავა, შარაშენიძე (71′ შარვაძე), კაპანაძე (79′ ქოქოსაძე)