გაიტანს (კამარგო), არ გაუშვებს (გაბელაია), გაიტანს (დანელია), არ გაუშვებს (თაბაგარი)… ციცებმა ქუთაისში გვირილობა იზეიმეს

|

Loading

ლანჩხუთმა ზედიზედ მე-7 შეხვედრა მოიგო

წინადღეს, ქუთაისში გვირილობა აღინიშნა და ციცები ვერ გამოდგნენ ამ ქალაქის სასურველი სტუმრები: „ლანჩხუთი“ რომ „მართვეს“ მოუგებდა, ეს ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ ანგარიში ნამდვილად არასაფეხბურთო, თუმცა ქართულ ქალთა ლიგაში _ საკმაოდ ხშირია.

გურულები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ: ნათია დანელიამ თავისი მე-13 მე-7 წუთზე გაიტანა _ ლიგის მთავარმა ბომბარდირმა შეტევაში წასული კაპიტნის, ნინო ჩხარტიშვილის უზადო გადაცემას თავი საგოლედ დაუხვედრა, 1:0

ტაიმის შუაში დუბლი გაბრიელა კამარგომ შეასრულა. კოლუმბიელმა ორივეჯერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული აქცია გოლად _ პირველად ნინო ბუხრიკიძის გადაცემას ფეხი, ხოლო 2 წუთში, უკვე ლიზი მწყერაშვილის მოწოდებულ კუთხურს თავი ისე დაუხვედრა, ორივეჯერ ბურთი ქუთათურების კარში აღმოჩნდა.

მეოთხე გოლიც მწყერაშვილის კუთხურს მოჰყვა _ ნინო ბუხრიკიძის თავური ხარიხის გავლით კარის ხაზზე დაეცა, მცველს მოხვდა და… 4:0.

პირველი წრის შემდეგ, „ლანჩხუთი“ მეორე ადგილზეა

გოლების ავტორებს შორის ბუხრიკიძე მაინც აღმოჩნდა, როცა მატჩის მიწურულს, დანელიას ჩაწოდებული კარში გადაგზავნა. იქამდე ეთერ სულაშვილს შეეძლო ბურთზე საგოლედ თამაში, მაგრამ ვერ მოახერხა.

ამ გოლამდე და მერე კიდევ 2 გოლი გაიტანეს გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა: ჯერ კამარგომ შეასრულა ჰეთ თრიკი _ გოლი მწყერაშვილის მესამე კუთხურს მოჰყვა. უბრალოდ, კოლუმბიელმა თუ წინა გოლები ფეხით და თავით გაიტანა, ამჯერად ეს ზურგით (!) მოახერხა.

მერე დანელიამაც შეასრულა დუბლი. კამარგომ მას დიდებული პასი გაუკეთა და… თანაგუნდელი ბომბარდირთა დავაში გაიტოლა _ ამ წუთამდე, „ლანჩხუთის“ ლეგიონერმა, ლიგის ბომბარდირთა დავაში, მას პირველად გადაუსწრო.

ახლა ქალთა ლიგის მეგოლეებში სამხელისუფლებიანობაა _ ქართველს და კოლუმბიელს 14-14 გოლი აქვთ გატანილი, ისევე, როგორც “ნიკე-ლუსოს” შემტევ ჩინონიერემ მაკლინსის, რომელმაც დღეს 5 გაიტანა. დანელიამაც შეძლო ერთ მატჩი 5 გოლის გატანა, კამარგომ კი ყველა შეხვედრაში გაიტანა, სადაც გურულებმა მეტოქის კარის აღება მოახერხეს.

ეს კი 8-ჯერ მოხდა და ყველა შეხვედრა „ლანჩხუთმა“ დიდი ანგარიშით მოიგო. ასევე, გურულების 9-დან 7 შეხვედრაში შეინახეს კარი მშრალად.

პირველი წრის შემდეგ, „ლანჩხუთი“ 24 ქულით მეორე ადგილზეა…

03.05.2026 | ქუთაისის, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი | მართვე 0:7 ლანჩხუთი

0:1, 0;7 დანელია (7′, 90′). 0:2, 0:3, 0:5 კამარგო (22′, 24′ 79′), 0:4 ავტოგოლი (37′), 0:6 ბუხრიკიძე (85′)

ლანჩხუთი:  გაბელაია, დანელია, მურილო (85′ ცეცხლაძე), ჩხარტიშვილი, წულაია (74′ სულაშვილი), რასელი (46′ გუჯაბიძე), სიჭინავა (46′ პერეირა), კამარგო, მწყერაშვილი, ბუხრიკიძე, პასიკაშვილი