„ლანჩხუთმა“ 4:0 მეოთხედ მოიგო და ზედიზედ მესამედ _ ამ სეზონში ციცები მხოლოდ დიდი ანგარიშით იგებენ

|

Loading

ნათია დანელიას (#6) ზედიზედ მეხუთე თამაშია, გააქვს

დღეს, ლანჩხუთის ქალთა გუნდს ამბროლაური ცივი ამინდით დახვდა, ქალაქში წამოთოვა კიდეც, მაგრამ ამას თამაშზე გავლენა არ მოუხდენია.

გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა საქმე პირველივე ტაიმში მოითავეს _ ანგარიში ლია სიჭინავამ საწყის წუთებში გახსნა. მერე ორ წუთში გურულებმა ორი გოლი გაიტანეს _ ჯერ ნინო ბუხრიკიძემ გამოიჩინა თავი, მაგრამ მეტოქეს ავტოგოლად ჩაუწერეს, თავის გოლი ლიგის ბომბარდირმა, ნათია დანელიამაც გაიტანა.

მეორე ტაიმის სტარტზე თავი უკვე გაბრიელა კამარგომ გამოიჩინა, რის შემდეგაც, რაჭაში ერთი მეკარითა და 3 შემცვლელით ჩასული გურულებმა, ტემპი დააგდეს და სასურველი ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნეს.

თუმცა ერთხელ კარგი შანსი რაჭველებსაც ჰქონდათ, მაგრამ მათ 11-მეტრიანიდან დარტყმული კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრეს.

„ლანჩხუთი“ 7 ტურის შემდეგ, 18 ქულით II ადგილზეა

ლანჩხუთელებმა ამ სეზონში 7 თამაში ჩაატარეს, საიდანაც 5 4:0 დასრულდა _ ოთხჯერ მოიგეს ამ ანგარიშით, აქედან სამჯერ ზედიზედ. სულ კი ციცებს 6 მოგება აქვთ, ყველა დიდი ანგარიშით. ზედიზედ კი ეს დღეს მეხუთედ გააკეთეს.

მომდევნო შეხვედრას ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი 28 აპრილს, შინ „ვერესთან“ გამართავენ. მატჩი 16:00 სთ.-ზე, გვიმბალაურის საფეხბურთო ცენტრშია ჩანიშნული.

24.04.2026 | ამბროლაური, აგრანო ვაჩაძე | რაჭა 0:4 ლანჩხუთი

0:1 სიჭინავა (9′), 0:2 მეტრეველი (36′ ავტოგოლი), 0:3 დანელია (37′), 0:4 კამარგო (46′)

ლანჩხუთი: თაბაგარი, ნარსია, გუჯაბიძე (66′ ცეცხლაძე), ჩხარტიშვილი, ფერეირა, რასელი, წულაია, დანელია, ბუხრიკიძე, სიჭინავა (57′.’ მურილო), კამარგო