„გურია თუდეისთვის“ ცნობილია „გურიას“ განაცხადი, რომელიც კლუბმა ფეხბურთის ფედერაციაში დაამტკიცა. გოჩა ტყებუჩავა 23 ფეხბურთელით შეეცდება ლიგა-2-ში დაწინაურებას.
ლანჩხუთელთა მთავარ მწვრთნელს წინა სეზონის წარმატების მთავარი შემოქმედი თემურ ლორია და მისი თანაშეწმე გიგლა იმნაძე დაეხმარებიან, მეკარეებთან იმუშავებს ირაკლი ხვედელიძე. კიდევ ერთი მწვრთნელი კი გია ჩხაიძე იქნება _ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლანჩხუთელი ფეხბურთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

რაც შეეხება ფეხბურთელებს, „გურიას“ განაცხადში 2 მეკარე და 21 მინდვრის მოთამაშეა. ლანჩხუთელთა კარს ლევან ისიანი (#1) და რეზო ლომიძე დაიცავენ (#32).
დაცვაში ითამაშებენ: ნიკა კოკაია (#4), დავით მაისაშვილი (#8), ლევან კაკუბავა (#2), ნოდარ იაშვილი (24), კიჭი მელიავა (#23) და დავით კიკალიშვილი (#19)
„გურიას“ 11 შუახაზელი ჰყავს: თემურ შარაშენიძე (#21), ვანო შარვაძე (#11), დათა სიჭინავა (#10), ლუკა ჩაგანავა (#27), ივანე ოქროპირიძე (#30), ცოტნე ჩოთალიშვილი (#14), იოანე ტაბატაძე (#25), კახა კახაბრიშვილი (#7), ნიკა ნოზაძე (#6), ალექსანდრე ხუნდაძე (#17) და დავით გამბარივი (#20)
გურულთა შეტევაში ითამაშებენ: თორნიკე კაპანაძე (#9), ვანო წილოსანი (#5), ლუკა ქოქოსაძე (#33) და ანდრო ხოროიშვილი (#22)




