საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა საბერძნეთთან მატჩისთვის ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდიდან 11 ფეხბურთელი გამოიძახა: სვეტლანა გაბელაია, ეკა თაბაგარი, ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გუჯაბიძე, სოფიკო ნარსია, ნინო პასიკაშვილი, ტატიანა მატვეევა, ნათია დანელია, ეთერ სულაშვილი, ნინო ბუხრიკიძე და ლიზი მწყერაშვილი.
აქედან 9 მოთამაშემ მონაწილეობა მიიღო ეროვნული ნაკრების იანვრის შეკრებაში. მათ „ლანჩხუთის“ ერთ-ერთი ლიდერი ეთერ სულაშვილი და კლუბის ახალწვეული ეკა თაბაგარი დაემატა.

„ლანჩხუთის“ 9 ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების იანვრის შეკრებაზე
პირველი ეროვნული პირველობის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება და წლლების მანძილზე ამ წოდებას ოფიციალურადაც ატარებდა, რის გამოც, გასაკვირია, რომ ქვეყნის მთავარ გუნდში სისტემატურად არ თამაშობს.
რაც შეეხება თაბაგარს, იგი ლანჩხუთში აქამდეც თამაშობდა, ეროვნულში კი გურულების კიდევ ერთი ახალწვეული მეკარე სვეტლანა გაბელაიაცაა გამოძახებული, მთავარ მეკარედ კი კლუბის აწ უკვე ყოფილი კარის დარაჯი თათია გაბუნია ითვლება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ ჰერაკლიონში 3 მარტს ჩაატარებს.




