ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია „გურია თუდეის“ ექსკლუზიურ ინფორმაციას აწვდის _ მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელს, 10 თებერვალს 5 ათასი ლარით დაჯარიმებულ ლადო აფხაზავას აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ავტომობილი აჩუქეს!
„ამ წუთას ლადო აფხაზავას ავტომობილი აჩუქეს, ამერიკელმა ემიგრანტებმა. შოკში ვართ ყველა ერთად“ _ გვითხრა ირინა ზარანდიამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აფხაზავამ თქვა, რომ ჯარიმას ვერ გადაიხდის, რადგან დიდი შემოსავლები არ აქვს. „სამ სკოლაში არ ვიქნებოდი გადარბენაზე, ველოსიპედიც აღარ მაქვს, მომპარეს და ფეხით მიწევს ერთი სკოლიდან მეორეში მისვლა“ _ თქვა ლანჩხუთელმა პედაგოგმა.

ფოტოზე ლანჩხუთელები, რომელიც 5-5 ათასი ლარით დააჯარიმეს: მარცხნივ ლადო აფხაზავა, მარჯვნივ _ საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე
„რას ქვია ველოსიპედი მოპარესო და Zura’s Bike Shop-მა ჩვენს ლადოს სუპერ ელექტრო ველო აჩუქა“ – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და ფოტოს აქვეყნებს.
ლადო აფხაზავას ასევე ველოსიპედი შეუძინა გერმანიაში მცხოვრებმა ლანჩხუთელმაც.