დღეს ჩვენი ძვირფასი თანაკლასელი ბიძინა 56 წლის გახდებოდა…
ბედისწერის მწარე რეალობით, სწორედ დღეს დაემთხვა მისი მიწიერი დაბადების დღე და ამქვეყნიდან წასვლის ორმოცი დღე. ეს ორმაგად მტკივნეულია, თუმცა გვჯერა, რომ დღეს მისი სული უფალთან ზეიმობს მარადიულ დაბადებას.
ბიძინა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში იმ საუკეთესო თვისებებით, რასაც სიყვარული, ერთგულება, მეგობრობა და კეთილი გული ჰქვია.
ამ სევდიან დღეს, ჩვენი კლასის ტკივილი კიდევ უფრო დიდია, რადგან ბიძინასთან ერთად ჩვენს ფიქრებში კვლავ ცოცხლდებიან ის საყვარელი მეგობრები, რომლებიც ნაადრევად გამოგვაკლდნენ.
დრო ვერაფერს აკლებს იმ სიყვარულს, რომელიც სასკოლო მერხიდან მოყოლებული გვაკავშირებდა.
ბიძინა, ნანა, ირაკლი, შოთიკო, კახა, ვანული, გოჩა – თქვენ ჩვენი კლასის დაუშრეტელი ტკივილი და ამავდროულად, ყველაზე ნათელი მოგონება ხართ.
უფალმა დაუმკვიდროს მათ ცათა სასუფეველი და ნათელში ამყოფოს მათი სპეტაკი სულები.
ჩვენ კი, აქ დარჩენილებს, მუდამ გვემახსოვრებით და გვეყვარებით!
ტატიანა ოთხმეზური, თანაკლასელების სახელით


