მაისურებზე ბეჭდვა‎ * გაზეთის გამოწერა‎ * ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ა, კიდო... *‎‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎

„სადაა, ქეთი, მერი ან გამგებელი? ტარიელს დაურეკე, ის ასწავლის ჭკუას“ _ შალვა ნათელაშვილი ნიგოითის თემის პრობლემებს ეხმაურება

სოფელ ნიგოითში ეზოები დაიტბორა

„აღარ ვიცი, ვის დავურეკო, ვინაა პატრონი, ან ვის ევალება? სახლში ტყიდან შემოვარდნილი წყალი დგას, ეზოში კიდევ _ გზის არხიდან გადმოსული ნიაღვარი, წლებია, არ გვარდება ეს პრობლემა, სანიაღვრე არხს გასასვლელი არსად აქვს. სოფლის სტადიონთან მთავრდება არხი. სამარცხვინოები ხართ, ვინც ასე იგდებთ ხალხს“ _ დაწერა სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ პრესსმასახურის უფროსმა, ქეთი დოლიძემ, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის თემიდან არის.

მას პირველი პარტიული ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა: „სადაა, ქეთი, მერი, გამგებელი? ტარიელს დაურეკე, ის ასწავლის ჭკუას“ _  მთავარმა ლეიბორისტმა პრესშეფს პარტიის გურული ლიდერის, ტარიელ კალანდარიშვილის საქმის კურსში ჩაყენება შესთავაზა.

„კვირაა და ისვენებენ, ჩავაკითხავ ხვალ“ _ უპასუხა დოლიძემ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს. მას თამაზ ჯიქია პასუხობს: „თემის რჩეული მაჟორიტარი დეპუტატის ეზოს არ მიადგა ეგ ღვარცოფი?“

ფარცაკი ამბები

კომენტარები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *