„მოვხიკავ თხილს, 3-ჯერ [უნდა] მაჭამოთ, შესვენებაზე ჩრდილში დავიძინო… 100 ლარი… შემემხიანეთ“

|

Loading

პოპულარული ფეისბუქ-ჯგუფის „This is ლანჩხუთი“ გვერდზე ფეისბუქ-მომხმარებელი ანი ორაგველიძე სახუმარო განცხადებას აქვეყნებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„გამარჯობა, მოვხიკავ თხილს. აუცილებელი პირობებია _ სამჯერ მაჭამოთ, მისი დესერტით და ცივი ყავით. შესვენებაზე ჩრდილში უნდა დავიძინო და არ შემაწუხოთ. ხო, კიდე რასაც ვერ შევჭამ, სახლში მიმაქ. 100 ლარი. შემემხიანეთ, საღლიცინოთ არ მცალია“ _ წერს ანი და მართალია, სტატუსი სახუმაროა, იმდენად „მიმზიდველი“ პირობებია მოთხოვნილი, ბევრმა გამოთქვა სურვილი, მის ავტორს „თხილის პლანტაციების დასაპყრობად გვერდში ამოუდგეს“.

ერთმა დაუწერა _ სამჯერ თუ გაჭამეს, რაღაც იმუშავებო. მეორემ _ პირიქით, თხილი გაქვს და მოთხოვნილი ფასები არ მოგწონსო. „თქვენ 100% იანი თხილის პლანტაცია გაქვთ და გამწარებული ხართ მუშებზე, საკუთარ შრომას რო აფასებენ და ადეკვატურ თანხას და პირობებს გთხოვენ“ _ წერს ინკოგნიტო მომხმარებელი, რაზეც ანი ორაგველიძე ისევ იუმორით პასუხობს: „კი, პლანტაცია მაქ თხილის, ატმის, მანდარინის და ასე შემდგეგ, მეხუთე სართულზე“.

რას ჩივი?