ეს მისალოცი აფიშა იური ბაბუმ და ფანებმა „გურულის ძეგლის“ გვერდით, ჭადარზე გააკრეს და მაშინდელია, როცა „ლანჩხუთმა“ პირველად აიღო საქართველოს თასი და მოიპოვა ჩემპიონობა…
მას შემდეგ თითქმის 7 წელი გავიდა… ლანჩხუთს კი ქალთა ფეხბურთში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ჰყავს, რომელმაც საქართველოდან პირველმა იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე.
დღეს „ლანჩხუთი“ ახალ სეზონს იწყებს _ გვიმბალაურში სოხუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.




