მაგას შენ არავინ გაგაგებინებდაო… რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ლანჩხუთელი ოპოზიციონერები და რა შემთხვევაში დატოვებს „ლელოს“ გოჩა ჯანაშია

|

Loading

ირმა მგელაძე, გოჩა ჯანაშია, კახა ასკურავა | „გურია თუდეის“ ფოტოკოლაჟი

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, „ლელოს“ ადგილობრივი ლიდერი გოჩა ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს: „ნაცებო, ნაზად რომ გვაკრიტიკოთ, რამდენია კიდევ გადასახდელი?“

მას საკრებულოდან ოპოზიციონერი კოლეგები, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები გამოეხმაურნენ.

„ჯანო, შენ არავინ ჩაგაყენებდა საქმის კურსში“ _ დაწერა კახა ასკურავამ, რაზეც ჯანაშიამ უპასუხა: „ბავშვებს ვფიცავარ, ეს რომ სიმართლე იყოს, იმწუთასვე დავტოვებ პარტიას, მაგრამ კარგად ვიცი, რომ ეს სიცურეა“.

„არ შეგრცხვებათ არაფრის! შენ მაინც არ იცოდე ჩვენი ფინანსური მდგომარეობა_ დაწერა ირმა მგელაძემ.

გოჩა ჯანაშია: _ მერე ამიტომ უნდა მოგვიგონონ, ვითომ გაჩუმების სანაცვლოდ ფული რომ შევთავაზეთ? სირცხვილია, ირმა, სირცხვილი…

ირმა მგელაძე: _ ეგ არ ვიცი, ვინ რა მოგიგონათ, მაგრამ ჩვენი პოლემიკა რომ ჩვენს მეგობრობას აზიანებს და ქოცებს ახარებს, ამას მოხერხება უნდა!

გოჩა ჯანაშია: _ რა ვქნა ირმა, ჩვენი მეგობრობის გამო არ ვთქვა ის, რაც სათქმელია? რომ აზიანებს და ანგრევს ყველაფერს, ეს კარგად ვიცი, მაგრამ ერთი შენი პარტიის ბოსებს ჰკითხე აბა? ასეთი სისულელე მართლა რომ ეთქვა ვინმეს, მაშინაც არ იტყოდა ნორმალური ადამიანი.

პოლემიკაში ასევე ჩაერთვნენ ლანჩხუთელი ემიგრანტები _ ჟურნალისტი ლალი იმედაიშვილი და ოპოზიციონერი ლელა ჩახვაძე, ასევე ყოფილი პარლამენტარი, „ახალი მემერჯვენეების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი მანანა ნაჭყებია.

ლალი იმედაიშვილი: _ არ ვიცი, რა გადახდაზე წერ, გოჩა, მარა ისეთ გარიგებაზე წავიდნენ შენი ბოსები, მხოლოდ ქოცებს რომ აწყობთ და ამომრჩევლის, მინიმუმ, ნახევარი დაკარგეთ მაგით.

გოჩა ჯანაშია: _ გარიგებაზე არავინ წასულა და ვის აწყობს კიდევ არჩევნებზე არგასვლა, ესეც საკითხავია.

ლალი იმედაიშვილი: _ ჩემი ოჯახის ოთხივე წევრმა ოპოზიციას მისცა ხმა, აქედან ორმა – თქვენ. ჩვენ და უამრავი სხვაც, ზუსტად ჩვენსავით აღიქვამს რეალობას და უარს უცხადებს არალეგიტიმური მთავრობის მიერ დანიშნულ არჩევნებს! გეუბნები, განახევრდა თქვენი ამომრჩევლის რაოდენობა და ნუ დაიჯერებ, შენი ნებაა.

მანანა ნაჭყებია: _ უდიდეს პატივს ვცემ ხალხს, მის აზრს, მაგრამ ხალხი ხშირად ემოციურად იღებს გადაწყვეტილებას. მაგალითად, 2003 წელს მლანძღავდნენ, მიშას გვერდით რატომ არ დგეხართო და მერე იგივე ხალხი ჩემს გვერდით იდგა ანტისახელისუფლებო აქციებზე და ჩემზე რადიკალურად ლანძღავდა მიშას. მერე 2012 წელს მლანძრავდნენ, მიშისტი ხარ, ბიძინას გვერდით როგორ არ დგეხართო, ახლა მლანძღავენ, ბიძინისტი ხარო და მითხარით ერთი, რომელ სიტუაციაში იყო ეს ემოციები ჩემს მიმართ სწორი. ასე რომ, რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სწორი ნაბიჯია, მივდივარ იმ გზით. დღესაც დარწმუნებული ვარ სწორია ხელისუფლების გაშვების გზაზე მნიშვნელოვან ეტაპად არჩევნებში მონაწილეობა მივიჩნიოთ და გავაკეთებ იმას, რასაც ბრძოლის სწორ ტაქტიკად მივიჩნევ.

გოჩა ჯანაშია: _ უბრალოდ, სულ გრიალგრიალით არ უნდა ჩავატარებინოთ „ოცნებას“ ეს არჩევნები, თანაც პრორუსული ძალებისთვის დახმარების ხელის გაწევის საშუალება არ უნდა დავუტოვოთ. არადა, ჩაატარებს არჩევნებს მშვიდად, გაიყვანს საკრებულოებში ოპოზიციას, გირჩის, კონსერვატორების და პატრიოტების სახით და იტყვის, ა, ბატონო, ჩავატარე არჩევნები და ოპოზიციამაც მანდატები მიიღო, არ გამიყალბებია და რას მერჩით, ლეგიტიმაცია მეკუთვნისო. ამ დროს სტადიონზე შეიკრიბება ხალხი და მალევე დაიშლება, აი, მანამდე რატომ არ იგეგმება ასეთი აქცია, ვერ ამიხსნია.

ლელა ჩახვაძე: „გეთანხმები,თქვენ არ მიიღებთ, სხვები მიიღებენ, ეს ,,პოსლეზე”აქციამ რა შედეგი დადო, ესეც ვნახე. საინტერესო ოპოზიციის გეგმაა, არ იღებ მონაწილეობას, შემდეგ რას შვები? ერთმა დამიწერა, ეს ხანგრძლივი პროცესია, გენაცვალეო. ალბათ, 30წელი იგულისხმა…

რას ჩივი?