მაისურებზე ბეჭდვა‎ * გაზეთის გამოწერა‎ * ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ა, კიდო... *‎‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎

„დავიჯერო, ამ გზაზე არასდროს გაგივლიათ? არ იმსახურებს აკეთი ამ დამოკიდებულებას!“ _ სანამ ეს ხიდიც არ ჩავარდება…

ლანჩხუთელი  ჟურნალისტი გიორგი მორჩილაძე აკეთი-ძიმითის დამაკავშირებელი ხიდის სავალალო მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს და ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს:

„აკეთი-ძიმითის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ხიდი სანამ არ ჩაინგრევა და მანქანას არ ჩაიყოლებს, მანამ ყურადღება არ უნდა მიაქციოთ?! აკეთი-ნაგომარის ასეთ ხიდს რა მოუვიდა, იმედია, გვახსოვს! მაშინაც, არაერთი სტატია გამოქვეყნდა, მაგრამ, სანამ არ ჩაინგრა, მანამ არაფერი გააკეთეთ! დავიჯერო, ამ გზაზე არასდროს გაგივლიათ? გზისა და წყლის უსაშველოდ გაწელილ სამუშაოებზე აღარაფერს ვამბობ… არ იმსახურებს აკეთის თემი ამ დამოკიდებულებას! როგორც მახსოვს, ამ რულეტივით დახვეული ე.წ. ხიდების გაკეთება, ლანჩხუთის ბიუჯეტს მცირე თანხა არ დაჯდომია!“

ფარცაკი ამბები

კომენტარები