ლანჩხუთელთა დიდი ტკივილის, არჩილ კვაჭაძის 6 წლის წინანდელ ფეისბუქ-პოსტს აზიარებს ჯგუფში „ღადარი“ ოჯახის ახლობელი ია ხალვაში და ასეთ მინაწერს უკეთებს: „ჰოდა, სიკვდილი შენ გეწვია პირველი, მაგრამ მაინც ვერ დაგვაშორა შენთან, ჩვენს გულებში ხარ ისევ და ისევ“.
2019 წლის 23 მაისს, სუფსაში ტრაგედია დატრიალდა _ ავტოავარიის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ლანჩხუთელი გახლდათ _ 27 წლის არჩილ კვაჭაძე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმი გახლდათ. ავარიას ემსხვეპლნენ მისი დეიდაშვილები, ძმები: 45 წლის ვასილ და 24 წლის გიორგი როყვები, ასევე ამ უკანასკნელის ახალშერთული 20 წლის მეუღლე.
„ხვალ ქორწილი გვაქვს, ჩვენს ორ პატარას ატარებ მუცლით, მე მაინც ვღელავ. ამაღამ უძილო ღამე მიწერია. ჩემი სიცოცხლე მარტო ამ დღისთვის ღირდა, შენ მიწილადე წყალი მწყურვალს, შენ მომაწოდე ლუკმა მშიერს, შენ გიწამე ღმერთად, შენ მასულდგმულებ მე. ჯვარს ვიწერთ და ვიდრე სიკვდილი, ვერაფერი დაგვაშორებს ჩვენ. ხოდა, სიკვდილიც მე მეწევა შენამდე. მე ასე მინდა. ხვალ კიდე, გულო, უპირველესად, დედიკოს უნდა ვახარო ჩვენი სიხარული, დედაა ჩემი და თუ არა დედას, სხვას ვის გავუზიარო ჩემი ბედნირება?“ _ წერდა არჩილი მეუღლეს, თამარ ჩილაჩიძეს 2019 წლის 2 თებერვალს გამოქვეყნებულ ფეისბუქ-პოსტში.
არჩილი 11 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა.
ასევე წაიკითხეთ: „მენატრები და ამქვეყნად ყველაზე მეტად მინდა, რომ გულში ჩამიკრა… 15 წელია ბალიშს ცრემლებით ვასველებ და ბავშვივით ვბღავი _ დედა, მენატრები“ (იხ. ბმული: https://shorturl.at/r20Y2)