ლანჩხუთის საკრებულოს მაჟორიტარი ლესა-ჯურუყვეთიდან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ელისო ჭიჭინაძე ასევე ეხმაურება ოპოზიციონერი კოლეგის ჯუმბერ ბლაგიძის ბრალდებებს, რომელიც მან ბრიფინგზე გააჟღერა (იხ. ბმული: https://shorturl.at/2Awp6)
„როდესაც საჯაროდ წერთ, საკრებულოს წევრები ტენდერებში არიანო, ეს არის ბრალდება, რომელსაც დასაბუთება ჭირდება. მე, როგორც ერთი რიგითი დეპუტატი, აღშფოთებული და გაბრაზებული ვარ ამ გაცხადებით, ჯუმბერ. თუ წერ , დაწერე მაშინ დასაბუთებულად გვარ-სახელით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვიღებ ჩემ თავზე და გთხოვ პასუხს, დასაბუთებას. რაც შეეხება მერის ხელფასს, ალექსანდრე სარიშვილს ჩემი ადვოკატობა ნამდვილად არ ჭირდება, არც არასოდეს არაფრის გულისათვის არავის “მიველაქუცები”, ვინც მიცნობს, იცის ჩემი პირდაპირობის ამბავი. ჩემი ნება რომ იყოს, მერს ორჯერ მეტ ხელფასს მივცემდი. ადამიანი 24-საათიან სამუშაო რეჟიმშია. ეტყობა კიდეც მუნიციპალუტეტის ინფრასტრუქტურას. ყველა ადამიანის პრობლემის გამთავისებელი და გულთან მიმტანია. ყველა ხედავს ამას და ამიტომააა მხარდაჭერაც მაღალი აქვს ბატონ ალექსანდრეს“ _ ეს კომენტარი ჭიჭინაძემ „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე დატოვა.
მისი კოლეგა დარეჯან ბურჭულაძე წერს: „ბატონო ჯუმბერ, მაგას ფაქტები და მტკიცებულებები ჭირდება, ეს ერთი და მეორეც, დაჟეჟილს გატეხილი ჯობიაო და დაგესახელებინა ბარემ ვინაა ტენდერებში?? მერი თუ იღებს ხელფასს, საქმესაც აკეთებს, ამას დანახვას ელემენტარული მხედველობა ჭირდება. ყველაფერი პოლიტიკით არ “პრავდება”!!! ბრალდებებს მტკიცებულებები ჭირდება. ველოდები!“
ლანჩხუთელ ოპოზიციონერს მმართველი პარტიის მხარდამჭერი, თანასოფლელი სოფო მეფარიშვილიც გამოეხმაურა:
„ჯუმბერ ბატონო, თქვენ სერიოზულ ბრალდებას უყენებთ საკრებულოს წევრებს. რახან დაიწყეთ, ბოლომდე უნდა გახვიდეთ. დადოთ უნდა ყველა მტკიცებულება და დაასახელოთ ყველა სახელი და გვარი, ვისაც თქვენ მოიაზრებთ ,,კორუმპირებულებად”. ეგ სერიოზული ბრალდებაა, რომელიც წესით პროკურატურის საქმეა. არ შეიძლება წესიერი ადამიანებს, რომლებსაც თავისი და ოჯახის შრომით აქვთ შეძენილი ქონება, სხვა იარლიყი მიაწებოთ. კარგად იცით თქვენც და მეც, რასაც ნიშნავს საკუთარი შრომით შეძენილი ქონება. ამ ადამიანების უკან დგას ოჯახები, შვილები, ნაცნობები, მეგობრები, მეზობლები, თანასოფლელები და არავის არ ააქვს უფლება უსაფუძვლოდ მათ ვინმემ ეჭვის თვალით უყუროს. ამიტომ ვალდებული ხართ, დაასახელოთ ყველა დეპუტატის სახელი და გვარი ვინც სადმე, ვინმეს ფინანსებში ყოფს ცხვირს. ახლა რაც შეეხება მერს და მის ხელფასს,რა არ ეკუთვნის, რამდენიც არ უნდა ქონდეს ხელფასი? რამხელა პასუხისმგებლობა აქვს აღებული ამ გაღლეტილ რაიონში… არ მითხრა ახლა უსაქმური, უპასუხისმგებლო მერი გვყავსო. მე გეკითხები _ თქვენ ხელფასს, რომელსაც იღებთ, გეკუთვნით?“ _ მეფარიშვილმაც „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე დააკომენტარა.
იქვე მოკლე კომენტარს აკეთებს მამუკა ჯიჯიეშვილი: „შენც გადასულიყავი ოცნებაში და ოცნებებსაც აიხდენდი ზოგიერთებივით“.
ასევე წაიკითხეთ: „მერის ხელფასს რომ ითვლით, თქვენ რაში იღებთ სადეპუტატოს, სხდომებზე გამოუცხადებლობაში?“ _ ვის პასუხობს ნინო მშვიდობაძე (https://shorturl.at/4tB1l)