ტატა მატვეევა, ანასტასია ბოლქვაძე… „ლანჩხუთი“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეების დამატებას განაგრძობს!

|

Loading

ტატა მატვეევამ 56 შეხვედრაში 51 (!!!) გოლი გაიტანა!

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონ „კვარტალის“ კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ახალი სეზონიდან „ლანჩხუთში“ ტატა მატვეევა და ანასტასია ბოლქვაძე ითამაშებენ.

ორივე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და ქვეყნის გამორჩეული მობურთალია.

მატვეევა 34 წლის შემტევია და კარიერის დიდი ნაწილი თურქეთში გაატარა, სადაც რამდენიმე კლუბის ღირსებას იცავდა. საუცხოო შედეგიანობა გამოავლინა „ტრაბზონსპოში“ _ 56 შეხვედრაში 51 (!!!) გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრების წევრია 2006 წლიდან.

ბოლქვაძეც თავდამსხმელია, 22 წლისაა და მასაც აქვს თურქეთში ნათამაშები. იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, ხოლო 2020 წლიდან ქვეყნის მთავარი გუნდის ღირებას იცავს.

ანასტასია ბოლქვაძე 2023 წელს „ლანჩხუთის“ რიგებში ჩემპიონი გახდა

უკვე გაცნობეთ, რომ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა რამდენიმე დღის წინ „კვარტალის“ კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა _ ბელორუსი მცველი პალინა ჰირჩიცი და საქართველოს ნაკრების მთავარი მეკარე თათია გაბუნია, რომელიც ბოლქვაძესთან ერთად 2023 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა „ლანჩხუთის“ შემადგენლობაში.

„გურია თუდეი“ ექსკლუზიურად წერდა, რომ ლანჩხუთის ქალთა გუნდი შემდეგმა ფეხბურთელებმა დატოვეს: თეონა ბაქრაძე, მარიამ კალანდაძე, გვანცა ქადაგიშვილი, სოფიო ნარსია, ირინა ხაბურძანია, თეონა სუხაშვილი, ეკა თაბაგარი, ანა წულაია, ანი გობრონიძე, ლანა გორგაძე, მარიამ კაპანაძე, იამურ იალვაჩი, ანამარია ბეჟა, კელი გიდსი, ვანესა ხირარდო, ლესლი რამირესი და პაულა კიროგა.  

რას ჩივი?