სოფელ სუფსის მოსახლეობას ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება აღუდგა [რედაქტირებული]

|

Loading

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, სოფელ სუფსის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი.

„არც გაზი გვაქვს და არც შუქი. ამბობენ, შუქი დღესვე შეიძლება მოვიდეს, მაგრამ გაზი 24 თებერვლამდე არ იქნებაო. შუქი რომ არაა, წყალიც გათიშულია, დასაბანი წყალიც არ გვაქვს, სასმელს ვინ ჩივის. ხალხმა შეშის ღუმელები აიღო, გაიჭირვა, ბუნებრივი აირი შემოიყვანა, გამათბობელი დადგა. მაგრამ ერთი გათოვდა და გათბობის გარეშე დარჩა. ელექტროღუმელებიც არ აქვს ბევრს შემორჩენილი, მაგრამ რად გინდა, შუქი შუაღამეს რომ გაითიშა, დღეს 4 საათზე მოვაო, ველოდით, მაგრამ უშედეგოდ. ასე თუ გაგრძელდა, „ფეჩი“ ვისაც აქვს, იმ მეზობელთან მოგვიწევს თავის შეფარება, თორემ გავიყინებით. საჭმელსაც ვერ ვაკეთებთ და კი ვართ ამფერ დღეში“ _ თქვა სუფსის მაცხოვრებელმა ჩვენთან საუბარში.

ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა მოხსნილია და მოსახლეობა მას მალე მიიღებს, ხოლო რაც შეეხება ელექტროენერგიას, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და დღის ბოლომდე მოხდება ამ პრობლემის მოგვარებაც.

[საღამოს 6 საათისთვის, სოფელ სუფსაში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები მოგვარებულია, ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდება წყალიც]

რას ჩივი?