„სულ თანამდებობებზე იყავი, მაგრამ დღემდე ბაბუის დანატოვარ საუკუნის დროინდელ სახლში ცხოვრობ“ _ ვისზე წერს დარეჯან ბიწაძე

|

Loading

რომან ბიწაძე ბრიფინგზე, 2008 წ.

„მაგალითი ხარ საზოგადოებისათვის, რომ პატიოსანი შრომით ვერ გამდიდრდები“ _ ასე ეხმაურება ლანჩხუთის შემოქმედთა მუზეუმის დირექტორი დარეჯან ბიწაძე თავისი ძმის, პოლიტიკოს რომან ბიწაძის მიერ გაზიარებულ ჟურნალისტ მამუკა ქანთარიას სტატუსს: „ვინც რა უნდა თქვას მასზე და რაც არ უნდა თქვას მან ჩვენზე, ”ჰო და არასთვის” საუკეთესო რესპონდენტია ეს კაცი… გაზეთის ნომერი თუ გივარდება და არაფერი გაქვს „გამხსნელი“, მას უნდა დაურეკო“.

ეს სტატუსი დაწერილია 2013 წელს, როცა მანამდე სკანდალური ოპოზიციონერი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ხელისუფლებაში იყო მოსული, ხოლო მამუკა ქანთარია „ჰო და არას“ ჟურნალისტი გახლდათ.

“ჯანის სიმრთელით და წარმატებებით გევლოს ცხოვრებაში, ჩემო უნიკალურო ძამიკო. ბავშვობიდან გიცნობს ლანჩხუთის საზოგადოება, როგორც გამორჩეულ მწიგნობარს, შემდგარ პოლიტიკოს, დიდ პატრიოტს და პატიოსან კაცს, მიუხედავად ახალგაზრდობიდან თანამდებობებზე ყოფნისა, დღემდე ბაბუას დანატოვარ საუკუნის დროინდელ სახლში ცხოვრობ“ _ წერს დარეჯან ბიწაძე.

ლანჩხუთელი პოლიტიკოსი რომან ბიწაძე ხმაურიანი განცხადებებით ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც გამოირჩეოდა, თავადაც ხშირად ხვდებოდა სკანდალებში, მაგრამ მისი სახელი კორუფციასთან არასდროს დაუკავშირებიათ.

ამასთან, ხშირად წერდა საგაზეთო პუბლიკაციებს და ძირითადად „ლანჩხუთი პლუსში“ აქვეყნებდა. გაზეთის ლეგენდარული რედაქტორი ქეთევან ნაკაშიძე მასზე ამბობდა _ პოლიტიკოსებს შორის საუკეთესო ჟურნალისტი და ჟურნალისტებს შორის საუკეთესო პოლიტიკოსიაო.

რას ჩივი?