ლანჩხუთში ნოე ჟორდანიას სახელობის მესამე საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომელშიც 270-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს

|

Loading

ლუკა წულაძე ტურნირში მესამედ მონაწილეობს

დღეს, ლანჩხუთში სტარტი აიღო საქართველოს მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას სახელობის მესამე საერთაშორისო ტურნირმა, რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კალენდარშია გათვალისწინებული. მასში 270-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს საუკეთესო რეიტინგის მქონე მოჭადრაკეების გარდა ლანჩხუთში, ტრადიციულად, იმყოფებიან სპორსტმენები უცხოეთიდან.

შეჯიბრში 270-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს

ფულად ჯილდოებს ყველა ასაკობრივი ჯგუფის პრიზიორები და უფროს ასაკში გამარჯვებულები მიიღებენ და ამას შეჯიბრის ორგანიზატორი ლანჩხუთის მერია იღებს თავის თავზე.

პირველი სიმბოლური სვლა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა გააკეთა, რომელიც პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად მესამე წელია, აღნიშნული ტურნირის აქტიური გულშემატკივრები არიან.

ლანჩხუთის პირველმა პირმა პირველი სვლა გააკეთა

ნოე ჟორდანიას თასის გათამაშების ჩატარების იდეის ავტორი და სულისჩამდგმელია ლანჩხუთის საჭადრაკო კლუბის ხელმძღვანელი თენგიზ  ხუხუნაიშვილი _ ამ ახალგაზრდა კაცმა ამ სამ წელიწადში იმდენი გააკეთა არა მხოლოდ ჭადრაკის, არამედ მთლიანად ლანჩხუთის პოპულარიზაციისთვის, დიდი გამოცდილების ადამიანებს რომ გაუჭირდებოდათ. უკვე მესამე წელია, ასეთი წარმომადგენლობითი გათამაშების ორგანიზება და მაღალ დონეზე ჩატარება (რასაც აღნიშნავენ მონაწილეები და ქართული ჭადრაკის მესვეურები) უპირველესად მისი დამსახურებაა!

რა თქმა უნდა, მადლობას იმსახურებენ ლანჩხუთში ჭადრაკის უანგარო მსახურები, წარმატებული მასწავლებლები _ ტურნირის ტექნიკური დირექტორი ადამ ხუხუნაიშვილი, ნუგზარ გვარჯალაძე, ტარიელ ხუხუნაიშვილი მათი ენთუზიაზმისა და დიდი შრომის შედეგია, რომ ლანჩხუთში ჭადრაკი იმდენად პოპულარულია, ასეთი წარმომადგენლობითი ტურნირის ჩატარებაა შესაძლებელი.

გამარჯვებულები 14 აპრილს გამოვლინდებიან. თუმცა გახსნის დღეს უკვე დაფიქსირდა მთავარი შამათი, სადაც წაგებული არავინაა, გამარჯვებული კი ლანჩხუთია!

რას ჩივი?