ლანჩხუთელმა თამარ ზენაიშვილმა გერმანიაში სამედიცინო სასწავლებელი _ CHARITE-UNIVERSITATSMEDIZIN BERLIN წარმატებით დაამთავრა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | თამარ ზენაიშვილი და ბერლინის სამედიდიცინო უნივერისტეტი

ლანჩხუთელ თამარ ზენაიშვილს შარიტეს [ბერლინი, გერმანია] უნივერსიტეტის დიპლომი გადასცეს. Charite-Universitatsmedizin Berlin ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ სამედიცინო სასწავლებლად ითვლება.

თამარი ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსამთავრებულია, ასევე სწავლობდა თბილისის ქართულ სასწავლებელში.

მისი მშობლები _ ვახტანგ ზენაიშვილი [ლანჩხუთელი პოლიტიკოსი] და ეკა გავაშელაშვილი მიიწვიეს გერმანიაში დიპლომის გადაცემის ცერემონიალზე.

თამარ ზენაიშვილი შარიტეს უნივერსიტეტის დიპლომით

„გილოცავ Charite-Universitatsmedizin Berlin დამთავრებას. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც შენი შრომის, მოთმინების და მიზანდასახულობის შედეგია. სწავლა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო უნივერსიტეტში უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. შენ ეს გზა ღირსეულად გაიარე. გისურვებ მუდამ შეძლო განვითარება, შენი შრომით და ცოდნით სხვებისთვის სიკეთის მოტანა. მადლობა თბილისის ქართულ სასწავლებელს, ლანჩხუთის მე-3 საჯარო სკოლას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და ყველას, ვინც სწავლის გზაზე გეხმარებოდა. ვამაყობთ შენით“ _ წერს სოციალურ ქსელში დედა _ ეკა გავაშელიშვილი.

რას ჩივი?