„ვერც ფეხით გადაადგილდებიან, ვერც მიცვალებულს კრძალავენ“ _ მოხალისე ნინოშვილში გარდაცვლილი 106 წლის ქალის ოჯახზე წუხს

გურიაში დიდთოვლობამ სერიოზული პრობლემები შექმნა. შექმნილ ვითარებას აქტიურად აშუქებს „რადიო თავისუფლება“. გამოცემა ამჯერად მოტოსპორტსმენ გიორგი გახელაძეზე წერს, რომელიც მეგობრებთან ერთად, სპეციალური აღჭურვილობითა და ოთხი თოვლმავლით, თბილისიდან გურიაში 25 თებერვალს, ღამით ჩავიდა. გიორგი გამოცემასთან ყვება, რომ ხუთი საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ სოფელ ნინოშვილიდან მონასტერში ჩარჩენილი ბერი გამოეყვანათ და ამავე სოფელში, კიდევ ერთი ოჯახისთვის საკვები და მედიკამენტები მიეწოდებინათ. ამბობს, […]
„I სართული თოვლმა დაფარა, გამოდგება აქ ზოგი და ჭკუას გვარიგებს, ლაფათქი დაიკავე და ეზო გათოლეო“ – რა მდგომარეობაა ჩოჩხათისა და ნიგვზიანის თემებში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დოდთოვლობამ დიდი პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ჩოჩხათის თემში. „სად არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი? ხალხს ახლა სჭირდება დახმარება. ჩოჩხათის სოფლები დიდმა თოვლმა დაფარა. უშუქობა, უპურობა აწუხებს ხალხს. ხომ შეიძლება გასუფთავდეს გზები, მოწესრიგდეს შუქის პრობლემა. რატომ არ მოიკითხავენ ზვავსაშიშ ადგილებს, თუ საქმე რომ გაფუჭდება, ფულადი დახმარებით შემოიფარგლებიან. მიხედეთ ხალხს, თქვენ მთავრობამ მათი ბედი განდოთ“ _ […]
„წუხელ ბოლო მორიგეობა გვქონია ერთად ლანჩხუთის „მედალფაში“, ჩემო უსაყვარლესო ქალბატონო“ _ ვისზე წერს ელისო ჭიჭინაძე

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, ექიმი-ლაბორანტი ელისო ჭიჭინაძე ჩოხატაურელი ექიმი-ანესთეზიოლოგის, ნინო პაიჭაძის გარდაცვალების გამო გულისტკივილს გამოთქვამს: „წუხელ ბოლო მორიგეობა გვქონია ერთად ლანჩხუთის „მედალფას” კლინიკაში, ჩემო უსაყვარლესო ქალბატონო, გამორჩეულო ადამიანობითა და პროფესიონალიზმით, განსაკუთრებულად თბილო და საყვარელო. ვერ ვიჯერებ, ვერა… როგორ მენანები… ძალიან მიყვარხარ და მტკივა უშენობა. ჩვენს გულებში მუდამ იქნები, შეხვედრამდე, ჩვენო ნინო ექიმო“ _ წერს ჭიჭინაძე სოციალურ […]