„ისევ დადუმდა ლანჩხუთი, ჩვენი შაკო ზენაიშვილი აღარ გვყავს… თითქმის 10 წელი კომაში იმყოფებოდა, დაიტანჯა ბიჭიც, მისი დედიკოც და მთელი ოჯახი“

|

Loading

შალვა (შაკო) ზენაიშვილი

„ისევ დადუდმა ლანჩხუთი… ჩვენი შაკო ზენაიშვილი აღარ გვყავს“ _ სამწუხარო ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე ავრცელებს.

შაკო ზენაიშვილმა 2016 წლის ზაფხულში, თურქეთში ფეხის არეში დაზიანება მიიღო… მაშინ იგი 19 წლის იყო. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ლანჩხუთის საავამდყოფოს მიაკითხა, სადაც მას 10 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. თუმცა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, ახალგაზრდა ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა, რის გამოც მას ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა. ოპერაციის მსვლელობისას პაციენტმა დიდი რაოდენობის სისხლი დაკარგა, ამიტომ იგი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე ოპერაციის მსვლელობისას მას გული გაუჩერდა, ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდა, რამაც მისი ანოქსიური დაზიანება გამოიწვია. მართალია, ტვინს ჟანგბადის მიწოდება აღუდგა, მაგრამ მისი კომიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

დაიტანჯა შაკოც, მისი დედიკოც და მთელი ოჯახი“ _ წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში. სწორედ დედისა და ოჯახის დიდი ძალისხმევით, კომაში მყოფი ახალგაზრდა 9 წელზე მეტხანს აცოცხლეს.

„მშვიდობით, შაკო… სიტყვებს ვერ ვპოულობ, თითქოს დავდუმდი… როგორ გვატკინე გული, ჩემო უმცროსო მეგობარო შაკო, რამდენი წელი იბრძოდი სიცოცხლისათვის… როგორი თვალებით მიყურებდი, როცა შენ გსტუმრობდი, შენი სუნთქვა აძლიერებდა შენს მშობლებს. შენი დედა ღვთისნიერი ქალბატონია, რომელმაც შეუძლებელი შეძლო, არის მაგალითი დედა-შვილობის. მიჭირს შენზე წარსულში საუბარი, მჯერა, იქნები უფალთან, უფალი იქნება შენი მეგზური მარადიულ სასუფეველში. მუდამ გვემახსოვრები, შენ ჩვენი ტკივილი ხარ, ნათელი შენს სულს _ წერს ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი მაჩხვარეთის თემში გოჩა ცინცაძე.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს შაკო ზენაიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

რას ჩივი?