„ეს ყველაფერი ფილმ „ფესვების“ სცენარს ჰგავს: საფლავი გაიკეთა აგარაკის სასაფლაოზე იმ სიყვარულით, რომ… ასეთ ხალხს მართლაც მოუხდებოდა საპატიო მოქალაქეობა“ – ლანჩხუთის ექს-გამგებელი

|

Loading

ფოტოკოლაჟი | მარცხნიდან: დავით გოგუაძე, სულიკო ჭეიშვილი და გიორგი გოგუაძე

ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი გიორგი გოგუაძე თანაქალაქელ სულიკო ჭეიშვილის შესახებ წერს:

„კაცი, რომელიც ყოველთვის სიკეთეზე ფიქრობდა. ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა და ბოლოს, როცა წავიდა, საფლავი გაიკეთა აგარაკის სასაფლაოზე იმ სიყვარულით, რომ მას ისრაელში არ დაკრძალავდნენ. ეს ყველაფერი ფილმ „ფესვების“~” სცენარს ჰგავს და სიმბოლურია, რომ ფილმის ავტორი ჩიბათელია. ასეთ ხალხს მართლაც მოუხდებოდა საპატიო მოქალაქეობა“ _ წერს გიორგი გოგუაძე სოციალურ ქსელში.

ლანჩხუთის ექს-გამგებლის შვილმა, დავით გოგუაძემ 9 ოქტომბერს სოციალურ ქსელში დაწერა სულიკო ჭეიშვილის გარდაცვალების შესახებ.

ასევე წაიკითხეთ: „ლანჩხუთში დაბადებულმა კაცმა უამრავ ემიგრანტს გაუკვალა გზა… ფასდაუდებელია მისი და მისი ოჯახის ღვაწლი ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში“

რას ჩივი?