ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი ეხმაურება:
“ხანდახან დეტალებს არ ვაქცევთ ყურადღებას და…
გუშინ, 5 წლის ბავშვი,
სიცივეში,
ზამთარში,
აი, ამ ფლოსტებით გამოტანტალდა (ფოტოზე მარცხნივ ქვემოთ)
და ტრაქტორით მოსწორებული ადგილის მოჩხრეკვა დაიწყო,
ტრაქტორი მიწას ამოატრიალებდა და ბევრი ალუმინი შეიძლება ამოჰყოლოდაო…
და რატომ დარჩა ეს ფლოსტები ასე?
ვინ იცის, 6 წლის ბავშვი რომ ჩავარდა,
იქნებდა 4 წლისა შეეცადა მიხმარებოდა,
ანდა – პირიქით.
ფლოსტები გაიხადა და ისე ჩახტა საშველად…
ფლოსტები გაიხადა…
მისახმარებლად…
ამ დედააფეთქებულ ქვეყანაში,
5 წლის ბავშვი,
ამ ფლოსტებით,
შუა ზამთარში გავიდა ჯართის მოსაგროვებლად
და თხრილში ჩავარდა… ამ საკანალიზაციო თავდაუფარებელ ორმოში.
ახლა შეკითხვა მაქვს ასეთი:
6 წლის ბავშვი ჯართის ასაგროვებლად ქუჩაში რომ გადის,
სახელმწიფოს ბრალი არაა?!
4 წლის ბავშვი, შუა ზამთარში,
ამ ფლოსტებით რომ დაიარება ქუჩაში,
სახელმწიფოს ბრალი არაა?!
საკანალიზაციო ჭა ასეთ მდგომარეობაში რომაა,
სახელმწიფოს ბრალი არაა?!
ხალხი 13 წელი მიტოვებული რომაა,
სახელმწიფოს ბრალი არაა?!
სამშენებლო სამუშაოები რომ დაიწყო და მიწა მოასწორეს, ჯერ არ უნდა შემოესაზღვრათ და მერე მოესწორებინათ?
და თუ არ შემოსაზღვრეს,
სახელმწიფოს ბრალი არაა?!
და
ესენი რომ შენი შვილები ყოფილიყვნენ,
რას იზამდი?!
დღეს თუ ხმას არ ამოიღებ,
ხვალ შენს შვილს მოკლავს რეჟიმი
და შენ დაგაბრალებს
და შენ სიმწრისგან მიწას ჭამას დაუწყებ,
მაგრამ ხმა წართმეული გექნება
და რეჟიმი მოგთხოვს, რომ დაემორჩილო!
ქვეყანაში,
სადაც 5 წლის ბავშვი,
შუა ზამთარში,
ფლოსტებით გავიდა ჯართის მოსაგროვებლად და თავდაუხურებელ საკანალიზაციო ჭაში ჩაიხრჩო,
რეჟიმი არ იღებს პასუხისმგებლობას,
მთავარია მშვიდობაო…
და ხალხს უპირისპირებს ერთმანეთს,
ბინებს ძლივს დაგვპირდნენ,
ბავშვებს აღარაფერი ეშველებათ და ბინებს ნუ დაგვაკარგვინებთო…
ამ დაჩაგრულ ხალხს მინდა ვუთხრა,
ნუ დაიმცირებთ რეჟიმთან თავს,
ბინები ყველა შემთხვევაში გადმოგეცემათ,
შეინარჩუნეთ ღირსება…
და ამასობაში,
ბავშვმა ფლოსტები დაიხადა,
მეორეს რომ მიხმარებოდა
და ფლოსტები შემორჩა თხრილს…
ბავშვმა ფლოსტები გაიხადა…” – წერს ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში.
გუშინ, ბათუმში, ე.წ. “ოცნების ქალაქში” 2 ბავშვი წყლით სავსე დაუცველ თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.