„ლანჩხუთის“ კარს ეროვნული ნაკრების მეკარე თათია გაბუნია დაიცავს. 24 წლის ფეხბურთელი ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს, რომელთან ერთადაც 2023 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ბოლო სეზონი თბილისის „კვარტალში“ გაატარა.
თათია ჩოხატაურელია. 14 წლის იყო, როცა სერიოზულად გადაწყვიტა ფეხბურთის თამაში. მანამდე სტადიონზე ბიჭებთან ერთად თამაშობდა. სწორედ მაშინ შეამჩნიეს, საიდანაც მოხვდა “ლანჩხუთში“, შემდეგ კი _ საქართველოს ნაკრებში.
თათიას თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი „ლანჩხუთში“ აქვს გატარებული, „კვარტალის“ გარდა მცირე ხნით თამაშობდა თურქულ AMED SKF-ში.
მან სახელი გაითქვა ჩემპიონთა ლიგაზე, როცა შვედურ „როზენგარდთან“ გამართულ ორ შეხვედრაში 39 „სეივი“ დააგროვა. 2020 წელს, „ლანჩხუთი“ პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული გათამაშების ჯგუფური ეტაპიდან რომ გააღწია.