[ექსკლუზივი] „ლანჩხუთი“ 17-მა ფეხბურთელმა დატოვა, ვისით გეგმავს გაძლიერებას საქართველოს მოქმედი ჩემპიონი?

„ლანჩხუთი“, რომელიც ქალთა შორის საქართველოს მოქმედი ჩემპიონია, ერთბაშად 17-მა ფეხბურთელმა დატოვა. ისინი ძირითადად ორ ქართულ გუნდში გადანაწილდნენ. ახალი სეზონიდან თბილისის „ლუსოს“ ღირსებას დაიცავენ: თეონა სუხაშვილი, გვანცა ქადაგიშვილი, სოფიო ნარსია, ირინა ხაბურძანია, თეონა ბაქრაძე, იამურ იალვაჩი და ანამარია ბეჟა. ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ შემადგენლობაში ითამაშებენ: ეკა თაბაგარი, ანა წულაია, ანი გობრონიძე, ლანა გორგაძე და მარიამ კაპანაძე. ცნობისთვის: ქალთა […]

[ექსკლუზივი] „ლანჩხუთმა“ ბელორუსი პალინა ჰირჩიცი დაიმატა, მოქმედი ჩემპიონი 6-მა ლეგიონერმა დატოვა…

ახალი სეზონიდან, „ლანჩხუთის“ ღირსებას ბელორუსი მცველი დაიცავს _ პალინა ჰირჩიცი მოქმედმა ჩემპიონმა „კვარტალიდან“ დაიმატა. ამის შესახებ კლუბის ფეისბუქ-გვერდზე ვკითხულობთ. „გურია თუდეის“ ინფორმაციით, კლუბში დიდი ცვლილებებია. ძველი შემადგენლობიდან რჩება ორი ლეგიონერი _ ანა მილჩევსკა და ჰანა რასელი, ხოლო „ლანჩხუთი“ უკვე დატოვა 6-მა უცხოელმა: კელი გიდსმა, ანამარია ბეჟამ, ვანესა ხირალდომ, ლესლი რამირესმა, პაულა კიროგამ და იამურ იალვაჩმა. […]

გახსოვთ, თათია გაბუნიას 39 „სეივი“ ჩემპიონთა ლიგაზე? „ლანჩხუთმა“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე დაიბრუნა

„ლანჩხუთის“ კარს ეროვნული ნაკრების მეკარე თათია გაბუნია დაიცავს. 24 წლის ფეხბურთელი ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს, რომელთან ერთადაც 2023 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ბოლო სეზონი თბილისის „კვარტალში“ გაატარა. თათია ჩოხატაურელია. 14 წლის იყო, როცა სერიოზულად გადაწყვიტა ფეხბურთის თამაში. მანამდე სტადიონზე ბიჭებთან ერთად თამაშობდა. სწორედ მაშინ შეამჩნიეს, საიდანაც მოხვდა “ლანჩხუთში“, შემდეგ კი _ საქართველოს […]

შოთაძე, აბაშიძე, თოხაძე… გურიას კიდევ სამი მესამეადგილოსანი ჰყავს, ანუ 8 ფალავანი საქართველოს ნაკრებში!

ლანჩხუთელმა ფალავანმა, გიორგი შოთაძემ მესამე ადგილი დაიკავა საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც ბათუმში ჩატარდა. გიორგიმ ბრინჯაოს მედალი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის 67 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ შოთაძე მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია სხვადასხვა ასაკში და ახლაც ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ამჯერად მას ფეხის ტრავმამ შეუშალა ხელი, თავისი შესაძლობლები სრულად ეჩვენებინა. ასევე მესამე ადგილი დაიკავა […]

ლანჩხუთელი ფალავნების წარმატება _ ოთარ ჯანელიძე ვიცე-ჩემპიონი გახდა, გიორგი მახარაძე ბრინჯაოს დაეუფლა!

ლანჩხუთელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 63 კგ. წონით კატეგორიაში ოთარ ჯანელიძე საქართველოს ჩემპიონატის ფინალში რუსთაველ ბექა გურულთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მესამე ადგილი ოზურგეთელმა გიორგი ბერიძემ მოიპოვა. კიდევ ერთმა ლანჩხუთელმა ფალავანმა, გიორგი მახარაძემ 82 კგ. წონით კატეგორიაში, მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ოზურგეთელ საბა მამალაძეს აჯობა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. გიორგიმ საკმაოდ რთული შეხვედრის შემოტრიალება შეძლო, თავიდან […]

ლანჩხუთელი ოთარ ჯანელიძე ფინალშია, იგივეს დღეს გიორგი შოთაძე და თამაზ აბაშიძე ეცდებიან…

ლანჩხუთელი ფალავანი, ოთარ ჯანელიძე საქართველოს ჩემპიონობისთვის დღეს იბრძოლებს. მისი მეტოქე რუსთაველი ბექა გურულია. ოთარი ქვეყნის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორია. ფინალური მატჩი ბათუმის სპორტის სასახლეში საღამოს 6 საათზე დაიწყება. მანამდე კი ფინალში გასვლას კიდევ ორი ლანჩხუთელი შეეცდება _ მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი სხვადასხვა ასაკში გიორგი შოთაძე, რომელიც ხობელ ჯონი ხეცურიანს ხვდება. ფინალში კი მისი სავარაუდო მეტოქე აჭარის წარმომადგენელი იქნება _ დიეგო ჩხიკვაძესა და ლერი აბულაძეს შორის გამარჯვებული. […]

„ჩვენი გუნდი დიდი სიამაყით აცხადებს, რომ ანა გობრონიძე შემოგვიერთდა!“ _ სად გადავიდა „ლანჩხუთის“ ფეხბურთელი

„ლანჩხუთის“ ფეხბურთელი ანი გობრონიძე კარიერას ჩხოროწყუს „სამეგრელოში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას მეგრული კლუბი ავრცელებს: „ჩვენი გუნდი დიდი სიამაყით აცხადებს, რომ ნიჭიერი და პერსპექტიული შემტევი ნახევარმცველი ანა გობრონიძე ოფიციალურად შემოგვიერთდა! ანა ჩვენს გუნდს შემოუერთდა ქსკ „ლანჩხუთიდან“. მას მრავალფეროვანი საფეხბურთო გამოცდილება აქვს, იყო საქართველოს 16, 17 და 19-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრების წევრი. მისი მოედნის ხედვა, ტექნიკური უნარები და […]

გურული კერძების მასტერკლასი და ნავებით დაშვება მდინარე სუფსაზე _ ლანჩხუთი თევზის ფესტივალს მეორედ უმასპინძლებს

გურული კერძების მასტერკლასი და ნავებით დაშვება მდინარე სუფსაზე _ ლანჩხუთი თევზის ფესტივალს მეორედ უმასპინძლებს

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე ბაქოს ნეფთჩი დაამარცხა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე ბაქოს ნეფთჩი დაამარცხა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა

„სადაც გინდა, მიჩივლეო“… _ ვინ მფარველობს „ქართულ ოცნებაში“ კომპანიას, რომელმაც „ნაციონალების“ დროს „გურიას“ სტადიონი დაანგრია?

„სადაც გინდა, მიჩივლეო“… _ ვინ მფარველობს ქართულ ოცნებაში კომპანიას, რომელმაც ნაციონალების დროს გურიას სტადიონი დაანგრია?