საქართველოს ანდორასთან „ლანჩხუთის“ ექს-ლიდერმა მოაგებინა… ჩემპიონის 5-ივე გამოძახებულმა ფეხბურთელმა ითამაშა

დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ჩვენებურებმა ანდორის ნაკრებს ბოლო 7 წუთში „შემოუტრიალეს“ და 2:1 დაამარცხეს. ქართველთაგან გოლები მაიკო ბებიამ (11-მეტრიანით) და თეონა ბაქრაძემ გაიტანეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო „ლანჩხუთის“ ხუთივე გამოძახებულმა ფეხბურთელმა, მათ შორის გუნდში ახლახან დაბრუნებული თათია გაბუნია კაპიტანი გახლდათ. მის გარდა თამაში სრულად ჩაატარეს უკანახაზელებმა _ ნინო ჩხარტიშვილმა და […]

რატომ ცხოვრობდა მიშა მესხი ლანჩხუთის პროფსასწავლებლის საერთო საცხოვრებელში და ვის შეასვა ლეგენდამ სკვინჩას სადღეგრძელო?

ლანჩხუთელი სპორტის ქომაგი ომარ დარჩია საინტერესო ისტორიას იხსენებს მიშა მესხთან დაკავშირებით. ბევრს არ ეცოდინება, რომ ქართული ფეხბურთის ლეგენდა ერთი თვის განმავლობაში ლანჩხუთში იმყოფებოდა და #83 პროფტექნიკური სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ომარ დარჩია: _ ეს იყო 80-იან წლებში. მაშინ ჩვენი მინდვრის საფარი საუკეთესო იყო. მიშა მესხმა სურვილი გამოთქვა, თავისი ბავშვთა გუნდი „ავაზა” ლანჩხუთში ჩამოეყვანა და შეკრება […]

ლანჩხუთელი ოთარ ჯანელიძე საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებთან ერთად საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

დღეს დილით, საქართველოს 23-წლამდელთა ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. ეროვნული გუნდის შემადგენლობაშია ლანჩხუთის სპორტული ცენტრის მოჭიდავე, ქვეყნის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ოთარ ჯანელიძე, რომელიც 63 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს. მისი პირადი მწვრთნელია დავით მჟავია. ტურნირი ქალაქ სოფიაში 13-18 თებერვალს ჩატარდება.

ლანჩხუთელი შემტევი შოთა გვარჯალაძე საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს კვიპროსზე ახლავს

ლანჩხუთელი შოთა გვარჯალაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებთან ერთად კვიპროსზე იმყოფება, სადაც მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივ გუნდთან 11 და 13 თებერვალს 2 ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. შოთა ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ამჟამად ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფოთის „კოლხეთის“ მოთამაშეა. გასულ წელს მან მონაწილეობა მიიღო 17-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრებში. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, #6 შოთა გვარჯალაძე საქართველოს ასაკობრივი […]

ლანჩხუთელი მოჭიდავეები საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ: აბაშიძე ესპანელს ხვდება, მახარაძე _ დანიელს

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ორივე მოჭიდავე _ თამაზ აბაშიძე და გიორგი მახარაძე, რომლებიც ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობენ, მედლებისთვის იბრძოლებენ. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ისინი შესაბამისად _ ესპანელ გურო ბენიტეზს და დანიელ ფრედერიკ მატიესენს შეხვდებიან. ლანჩხუთელმა ფალავნებმა წელს უკვე მოიგეს ბრინჯაოს მედლები საქართველოს ჩემპიონატზე უფროსებსა და 23-წლამდე ასაკის მოჭიდავეებს შორის. მათი მწვრთნელია დავით მჟავია.

„ლანჩხუთის“ სამწვრთნელო შტაბში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი იმუშავებს!

ლანჩხუთის ქალთა გუნდის მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჩხაიძეს ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი აკაკი კუპრეიშვილი დაეხმარება. იგი პარალელურად ეროვნულ გუნდშიც დარჩება. 2022 წელს იყო ლანჩხუთის „გურიას“ სამწვრთნელო შტაბის წევრი, მანამდე „სამტრედიის“ ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა. „გურია თუდეის“ ინფორმაციით, გუნდი დატოვა მეკარეების მწვრთნელმა, რევაზ ჯიქიამ. იგი მუშაობას მარტვილის „მერანის“ სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს. „ლანჩხუთი“ საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და ახალი სეზონისთვის […]

მთავარი გურული დერბი ბრუნდება… ალგეთი, ზანა, ივერია, სულორი, სქური… კიდევ ვის შეხვდება „გურია“?

„გურია“, რომელიც გასულ წელს IV ლიგაში დაქვეითდა, ახალ სეზონს 2 აპრილს, ფოთის „კოლხეთი-2“თან მატჩით დაიწყებს. შეხვედრა დღის 2 საათზე დაიწყება ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონზე. ლანჩხუთის კლუბი, მეზობლების გარდა, კიდევ 4 გუნდის („გაგრა“, მარტვილის „მერანი“, „სამგურალი“, „ვიტ ჯორჯია“) ფარმ-კლუბს გაეჯიბრება. წლევანდელი სეზონიც არ ჩაივლის გურული დერბის გარეშე, მეტიც „მთავარი“ გურული ჯახი ბრუნდება _ ოზურგეთის „მერცხალიც“ მეოთხე […]

მამალაძის რევანში, ორი ღლონტის და ოთხივე ლანჩხუთელი ფალავნის ბრინჯაო საქართველოს პირველობაზე

რამდენიმე წუთის წინ, გორის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 23 წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის. ლანჩხუთიდან მასში სპორტული ცენტრის ოთხი სპორტსმენი მონაწილეობდა და ყველა მათგანი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. საქართველოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ოთარ ჯანელიძემ 67 კგ. წონით კატეგორიაში დაიკავა მესამე ადგილი. თამაზ აბაშიძე სამეულში 77 კგ. წ/კ-ში შევიდა, ხოლო გიორგი მახარაძემ იგივე 82 კგ. წ/კ-ში მოახერხა. […]

ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონებს იბრუნებს… 6 ახალწვეული „კვარტალიდან“, ვინ იქნება შემდეგი?

„ლანჩხუთმა“ თბილისის „კვარტალიდან“ კიდევ ორი ფეხბურთელი დაიბრუნა _ სალომი დიმოპულუ და მეგი ეჯიბია. მანამდე მოქმედმა ჩემპიონებმა დედაქალაქური გუნდიდან თათია გაბუნია, ანასტასია ბოლქვაძე, ტატა მატვეევა და პალინა ჰირჩიცი გადმოიყვანა. პირველი ორი დიმოპულუსა და ეჯიბიას მსგავსად, 2023 წელს „ლანჩხუთთან“ ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი. მეგი ეჯიბიაც დაბრუნდა წინა სეზონში ეს ექვსეული „კვარტალში“ გამოდიოდა და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. […]

ტატა მატვეევა, ანასტასია ბოლქვაძე… „ლანჩხუთი“ ეროვნული ნაკრების მოთამაშეების დამატებას განაგრძობს!

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონ „კვარტალის“ კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ახალი სეზონიდან „ლანჩხუთში“ ტატა მატვეევა და ანასტასია ბოლქვაძე ითამაშებენ. ორივე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და ქვეყნის გამორჩეული მობურთალია. მატვეევა 34 წლის შემტევია და კარიერის დიდი ნაწილი თურქეთში გაატარა, სადაც რამდენიმე კლუბის ღირსებას იცავდა. საუცხოო შედეგიანობა გამოავლინა „ტრაბზონსპოში“ _ 56 შეხვედრაში 51 […]