„ქალი, რომელმაც მართლაც რომ „ლამპის შუქზე“ შექმნა „ლანჩხუთი პლუსი“ – ამბისა და სინათლის მომტანი გაზეთი”

„ერთად მუშაობის 19 წლის მანძილზე მისგან ბევრი კარგი ვისწავლე. მისი ამ ქვეყნიდან გასვლა დიდი დანაკლისია როგორც ოჯახისთვის, ასევე ქართული ჟურნალისტიკისთვის“ ლანჩხუთის გამორჩეულ ჟურნალისტს, ქეთევან ნაკაშიძეს ემოციურად ემშვიდობებიან მეგობრები, კოლეგები, ახლობლები, ნაცნობები. გულო ჭყოიძე: „როგორ დამწყვიტე გული, ქეთი, ჩემო კარგო ქალბატონო, კარგო მეზობელო და უნიჭიერესო პიროვნებავ, ჩვენი ყველა შეხვედრა გულთბილი და საინტერესო იყო. ძალიან დამაკლდები, ნათელი […]

ლანჩხუთში დიდი ეპოქა დასრულდა – აღარ გვყავს სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ქეთევან ნაკაშიძე

ცნობილი ლანჩხუთელი ჟურნალისტი ქეთევან ნაკაშიძე გარდაიცვალა. მის სახელს უკავშირდება მუნიციპალიტეტში თავისუფალი მედიის დაარსება _ 1995 წელს ოჯახის წევრებთან ერთად დააფუძნა გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი“, რომელსაც 25 წელზე მეტი ხნის მანძილზე რედაქტორობდა. მანამდე იგი „ლანჩხუთის მოამბის“ („კომუნისტური შრომა“) რედაქტორის მოადგილე გახლდათ. ქალბატონი ქეთევანი იყო უძლიერესი ჟურნალისტი და სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. მისი მახვილი კალამი ათწეულების მანძილზე დადებით გავლენას […]

ლანჩხუთელი მსახიობი, რომელსაც სოციალურ ქსელებში 300 ათასამდე გამომწერი ჰყავს და კლიპებში იღებენ

1850 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დაარსებას ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი _ გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. გაგაცნობთ ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობს – პაატა კაცაძეს. პაატა კაცაძე, ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობია, იგი ასევე გახლავთ ბლოგერი იუთუბზე და სხვა […]

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში“ _ დიდნენეის მოგონებები, ანუ როგორ ხვდებოდნენ ძველით ახალ წელს აჭარაში

„ნაძვის ხეს არ ვდგამდით, ჩვენთან დიდათ არ იცოდენ. ჩიჩილაკი ქი გვხონდა, მარა ყველას არა და რეიზა არ ვიცი. ნემეტარი გვიხაროდა ახალი წელი. ნენეი იმფერ საჭმელებს აკეთებდა, რუმ ყველას ჩვენსას უნდოდა ახლის აღნიშნა და ხირხიცი“ გურულ კალანდაზე რამდენიმე სტატია შემოგთავაზეთ. თუ როგორ ხვდებოდნენ ძველით ახალ წელს ჩვენს მეზობელ აჭარაში, ამის შესახებ ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე საუცხოოდ წერს: […]

„ჰეიდა, აგუნა! კარი გამიღეთ, მეკვლე ვარ, ხვავი და ბარაქა მომაქვს“ _ როგორ ხვდებოდნენ კალანდას გურიაში

„ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხოროში, ეწერში გვიმრა, ზღვაში ქვიშა, ღმერთმა იმდენი ქათამი მოგცათ“ გურულები მუდამ განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას _ ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლის. მაგიური ძალა ჰქონდა ჩიჩილაკს, გადამდები სიხარულით აგავსებდა და ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი, თურმე. თოვლის პაპაც ჰყავდათ […]

“ე, გაჩთა! შობას გილოცავ, მალხაზია!… დილამდე ვიხსენებდით ადამიანებს და ამბებს ისე, რომ ერთმანეთის მარტოობა არ დაგვირღვევია”

მოდიოდა… არა, უფრო მოფრატუნებდა. არც ისეთი მოხუცი იყო, მაგრამ ცხოვრებამ ნაადრევად დააბერა. ხელში ცელოფანის ორი პატარა პარკი ეჭირა. მივესალმე და მოვიკითხე. – როვა ვიქნები, ქე ვარ ჯერემ რაცხა. მარტუა ვარ სახში, კი გეცოდინება, ჩემები ყველა ქალაქშია. – საახალწლოდ არ ჩამოსულან? – ვკითხე.  – ოჰ, მეშვიდე წელია პირი არ უქნიენ აქით. ხანდახან რამეს თუ გამუაგზანიან, თვარა ისე […]

„უთენია, თბილისი-მახარაძის მატარებელი რომ ჩამოდგება, კი ვჩივით სულ ბაღნები იქნება მეიყვანა მატარებელმაო, მარა…“

„საკალანდოდ გიგზავნით შვილო, ღორის ხორცია კაი გაყოლა, 5 წველა ყველი, ნადუღი, ხაჭაპურია კეცის, ჭადის ქფილი, ჯანჯუხე, ინდოური კია გოჭისხელა, დედალი, კვატიე, ხურმა, ხაპი, თხილიც კია პაწე. ადესაა მაქანე კიდო და ოტკაც ჩავდე“ ლანჩხუთელი ჟურნალისტი, “ლეიბორისტული” პარტიის პრესშეფი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც გურული მაინც უემოციოდ ვერ წაიკითხავს. მასში ზედმიწევნითაა აღწერილი თბილისში მცხოვრები გურულებისთვის […]

…და ახლა, წლების მერე ვიპოვე, გულში გადამალული მაცხოვარი, შობის ღამეს რომ ყველას გულში იბადება! _ მაგდა ჩხარტიშვილი

„ბუხარში ნაკვერჩხალი წვერწატეხილი მოკლე ბარის პირით ჩატეხა, კუთხეში ავარვარებულ „კელამიდებზე“ ტყიდან მოტანილი შკერის ფოთლები დააფინა…“ გურიაში,სადაც ყველაზე მეტად ჭარბობდა ათეისტური ხასიათის აზროვნება, დანგრეული ეკლესიების რაოდენობა და „უეკლესიოდ“ ცხოვრება, ყველაზე დიდი პატივით ქრისტეშობა აღინიშნებოდა (დღესაც ასეა)… … ბუხარში წიფლის შეშის ნაკვერჩხალი წვერწატეხილი მოკლე ბარის პირით ჩატეხა, კუთხეში ალისფრად ავარვარებულ თიხის კეცებზე („კელამიდებზე“) ტყიდან მოტანილი შკერის ფოთლები […]

„მამათისთვის დამახასიათებელი დილა გათენდა, ჭიშკრის ხმა გავიგეთ, მე და ბებიამ ფრთხილად გავწიეთ ფარდა და…“

„მეისპე, მურმანა, სად მაქვს ღვეზელი, ვერ დეეტიე ამ დილა სახლში?“ უშუქობაა, ბებიას თხოვნით მამათში ვარ საშობაოდ.  გურული ღვეძლების ცხობა მე მომანდო, მომიმარაგა საჭირო იგრედიენტებით, ყველაფერი რაც შეიძლება, ბევრი და ბარაქიანი. მოგეხსენებათ, მეგრელების თავმომწონეობა (ბებიაჩემი მეგრელი გახლდათ, ძაძამიას ქალი). შევუდექით მზადებას, ბავშვები ტახტზე ჩამწკრივდნენ, ღვეზლების მოლოდინით კისერწაგრძელებულები, ორი ძმიშვილი და ერთი ჩემი გახლდათ. ლამფა როგორც შეეძლო, […]

„მივირთმევდი ამ ღვეზელს, გავყურებდი აკაციის წვერზე დამჯდარ მთვარეს და იმაზე ვფიქრობდი, ვისაც ეს ღვეზელი გამოვუცხვე“

გურულ ჟურნალისტს თამთა დოლიძეს წერასა და კულინარიაში რომ არაფერი ეშლება, ამაში ქვემოთ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, ხოლო ვინც მას პირადად არ იცნობთ, გეტყვით, რომ კიდევ უფრო მაგარი ადამიანია, ლამაზი, პატრიოტი და სამართლიანი ოჯახის დიასახლისი და უსაყვარლესი ბიჭების დედა. ჩვენი კოლეგა თავის ტრადიციულ საშობაო რეცეპტს გვიზიარებს, ვისაც წელს განსაკუთრებული ღვეზლის გამოცხობა გვსურს: “თუ საშობაო ღვეზელის გამოცხობას გადაწყვეტ, […]