„არც ფული გვინდა, არც არაფერი… მაცივარი არ გვაქვს, რომ ჩავასვენოთ“ – გურიაში მეზობლის სახურავის წმენდისას გარდაცვლილის შვილი

„გურიაში, სოფელ კონჭკათში მეზობლის სახლის გადმოთოვლისას დღუპული იური ჭუმბურიძის ოჯახი დახმარებას ითხოვს, მიცვალებული უფუჭდებათ. ესაა მისი შვიულის ნომერი: 599 441 347“ _ ინფლუესერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ინფორმაცია ოჯახის ახლობელმა თაკო მეფარიშვილმა მიწერა. მოგვიანებით გავრცელდა გარდაცვლილის შვილის კომენტარიც: „არც ფული მინდა, არც არაფერი… მიცვალებული გვილპება სახლში. არავინ არ გვაქცევს საერთოდ ყურადღებას, მაცივარი […]
გურიაში მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, სოფლების ძალიან დიდი ნაწილი არის მოწყვეტილი გარე სამყაროს, ვერ ხერხდება კომუნიკაცია“ – ირაკლი კობახიძე

“დღეს განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა. მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. გუშინდელმა თოვამ კიდევ უფრო მეტად გაართულა ვითარება, შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა, თავდაცვის ჯარების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მდგომარეობა არის რთული. სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილი არის გარე სამყაროს, ვერ მყარდება […]
“კუხნაში ვართ ყველა შეყუჟული, ბავშვები შეშინებულები არიან… გვეშინია, სახლი თავზე არ ჩამოგვენგრეს… გვიშველეთ” – ოჯახი მამათიდან დახმარებას ითხოვს

გურია სტიქიას ებრძვის. რთული მდგომარეობაა სოფელ მამათში, სადაც თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ საჭიროა ხალხის იქიდან გამოყვანა. “გამოგვიყვანეთ მამათიდან, თუ თოვა ისევ გაგრძელდა, დიდი უბედურება მოხდება” – დაწერა ილიკო კილაძემ, რომელიც ახლა სოფელში დედასთან ერთად იმყოფება. ემოციურად ძალიან მძიმე დღეშია სამი შვილის მამა, მალხაზ ღლონტი. ის საკუთარ სახლში მისვლას და ოჯახის […]
„ლანჩხუთელი გმირის ოჯახს ესაჭიროება უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა… მამათში თოვლის საფარმა 2,2 მეტრს მიაღწია“

„აფხაზეთის ომის გმირის, დავით ღლონტის ოჯახს ესაჭიროება დახმარება. ჩემი ძმის ოჯახს ესაჭიროება დახმარება. თვითონ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა ეს დღეები… თოვლის საფარი მამათში 2.20 მ.-ს აღწევს, შიდა გზები ვერ გაიკვალა, რის გამოც ვერ შეძლო ეს დღეები სახლში მისვლა, დედასთან, მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან ბავშთან“.” _ ინფორმაცია სოფელ მამათის ფეისბუქ-ჯგუფში ვრცელდება. „დილიდან გამოსულია მამათის ცენტრიდან (სახლისკენ) და […]
„აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდა და დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა“ _ ლანჩხუთის მერია

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უამინდობა გრძელდება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ცენტრალური გზები მაღალი გამავლობის მანქანებისთვის იწმინდება და ტექნიკა მუშაობს აცანა-მამათის, ორმეთის, ლესა-გულიანის, ჩოჩხათის, ქალაქის, ჩიბათის, შუხუთის, სუფსის მიმართულებით“ _ აღნიშნულია ლანჩხუთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მამათის, აკეთის, ჭანჭათის, ჩოჩხათის, ღრმაღელის, ორაგვის, არჩეულის მოსახლეობას. ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები […]
„80 წლის ბებიას 3 ობოლი ბავშვი ჰყავს, სახლი ავარიულია, ფანჯრები ბებიას საწოლზე თოკით ჰქონდა გამობმული…“ _ ზედა ბახვში ოჯახს დახმარება სჭირდება

გურიაში დიდთოვლობის გამო ადამიანები სოფლებში ჩაკეტილები არიან. უშუქობის გამო მათთან სატელეფონო კომუნიკაცია ვერ ხდება. ფეისბუქ-ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზედა ბახვში 80 წლის ბებია და სამ ობოლი შვილიშვილი ავარიულ სახლში ცხოვრობენ და რამდენიმე დღეა, კონტაქტზეც არ გამოდიან. “მესამე დღეა ვერ ვუკავშირდებით. 80 წლის ბებიას სამი ობოლი ბავშვი ჰყავს… მესამე დღეა კავშირი აღარ მაქვს… სახლი […]
გურიასა და აჭარაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. „უამინდობის გამო შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას დაკმაყოფილებული“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
„რა ბოროტი უნდა იყო, როცა ათობით სოფელი მოწყვეტილია კავშირს, ასეთ საზიზღრობას აბრალებდე ვინმეს…“ _ რა ფეიკ-ქარდი გაუვრცელეს ნინო წილოსანს

გურიაში დიდთოვლობას ნინო წილოსანი დღეს დილით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მის შესახებ გავრცელებულ სარკასტულ ფეიკ-ქარდს უპასუხა, რომლის მიხედვითაც, თითქოს მან თქვა, რომ „თოვლი მხოლოდ ნაციონალებს არ უხარიათ“ და „მოდის გაზაფხული და დადნება, სულ კი არ იქნება ეს თოვლი“. „როგორი ბოროტი უნდა იყო ამ ურთულეს მდგომარეობაში, მაშინ, როცა ათობით სოფელი მოწყვეტილია კავშირს, როცა უამრავ ადამიანს სასიცოცხლო […]
„მე-6 დღეა, ასე ვართ და ახლა მობილიზდა ყველაფერი, ტელეფონის ბოლო ელემენტს ვიყენებ… მსხვერპლი სანამ არ მოჰყვა, მანამდე არაფერი იცოდა საქართველომ“

გურიაში დიდთოვლობის გამო ვითარება მძიმე რჩება. თინათინ აბაშიძე ჯგუფში “მოხალისეები გურიისთვის” წერს, რომ „მე-6 დღეა ასე ვართ და ახლა მობილიზდა ყველაფერი“ „ტელეფონის ბოლო ელემენტს ვიყენებ ამ პოსტისთვის. არც შუქია, არც წყალი, არც გზა. ღმერთს მადლობა ჩემს ოჯახს მობილიზებული ჰქონდა საკვები და საარსებო საჭიროებები, თუმცა სხვას??? ელემენტარული, გარეთ ვერ გადის ხალხი, ფანჯრამდე თოვლში ვართ. მსხვერპლი სანამ […]
„ამ დილით ჩაინგრა სახურავი, ოჯახი ამჟამად არის ავტომობილში… 112-ში უთხრეს, როცა შემცირდება თოვლი, აუცილებლად მოვალთო“

გურიის დასახმარებლად შექმნილ მოხალისეების ფეისბუქ-ჯგუფში გიორგი კაშია ფოტოებს აქვეყნებს და წერს: „სოფელი ჩოჩხათი, ამ დილით, 03:00-03:30 საათზე, ჩაინგრა სახურავი. გზა არ არის, არანაირი საკომუნიკაციო საშუალება! ოჯახი ამჟამად არის ავტომობილში. დარეკეს სამაშველოში, 112 ში, მათგან პასუხი: როცა შემცირდება თოვლის მასა, აუცილებლად მოვალთო“ ჩამოქცეული სახურავი ჩოჩხათში | ფოტო გიორგი კაშია ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, დამატებითი ტექნიკა […]