„წინადღეს მამამისს დიდი მანქანა დაეჯახა და გადარჩა, ზურა, სამწუხაროდ, დაიღუპა… 22-ში ქორწილი უნდა ჰქონოდა, დაისფო ოჯახი, ერთადერთი ბიჭი ჰყავდათ…“ – ბათუმში ავარიამ ლანჩხუთელი ზურა ჩხაიძის სიცოცხლე შეიწირა

გუშინ, ბათუმში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას ფეისბუქ-ჯგუფი „აჭარლები“ ავრცელებს. გარდაცვლილი ლანჩხუთელი ზურა ჩხაიძეა, რომელიც მოტოციკლეტით მოძრაობდა და როგორც თვითმხილველები წერენ, მას ავტომობილით უკრაინელი გოგონა შეეჯახა. ზურა ჩოჩხათის თემიდანაა, შრომოსუბნელია. მისი მამა, უკეთილშობილესი რამაზ ჩხაიძე ლანჩხუთი-ჩოჩხათის მიკროავტობუსის მძღოლი, თანასოფლელთა შემხიდე და იმედია. „22 ნოემბერს ქორწილი ქონდა, დაიფსო ოჯახი, ერთი ბიჭი ყავდა, რა ოჯახისშვილი […]

ლანჩხუთში უეფას II კატეგორიის სტადიონის გაკეთებას აპირებენ, რომელიც 2200-3000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

ლანჩხუთისა და თელავის სტადიონებზე საუბრისას, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ ლანჩხუთის სტადიონისთვის განსაზღვრულია უეფას II კატეგორიის სტანდარტი, რაც ითვალისწინებს 2200-3000 მაყურებლის ტევადობას, თელავის სტადიონი კი იქნება III კატეგორიის, 4500 მაყურებელზე გათვლილი. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განახლების მიმდინარე პროცესებზე. მინისტრის თქმით, სამინისტრო აქტიურად […]

„აწი თქვენ „კუხნა“ და „ზალაც” უნდა მოიწყოთ მანდ“ _ ლანჩხუთის საკრებულოში 10 მაღალი თანამდებობის პირიდან 9 იგივე დარჩა, ერთიც მეუღლემ შეცვალა

„გურია თუდეის“ ყველა ინფორმაცია, რომლის შესახებ დღეს ლანჩხუთის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომამდე ვწერდით, 100%-ით დადასტურდა. ზედიზედ მესამედ და კიდევ 4 წელი უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოს ბესიკ ტაბიძე. იგი 2014 წლის მოწვევის საკრებულოში ჯერ კომისიის თავმჯდომარე, ბოლოს კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2017-21 წლებში თავად აირჩიეს ლანჩხუთის მთავარ კანონმდებლად. მისი მოადგილეები იქნებიან _ ვერიკო კვირკველია, […]

„როცა [აქციაზე] პირბადეების ტარების გამო იჭერენ ხალხს და შენ ამ დროს სხდომათა დარბაზში ზიხარ თბილად და თვის ბოლოს ხელფასს ელოდები, მორალურად მიუღებელია“ _ კახა ასკურავა

„ჩვენ არსად არ მივდივართ, ვრჩებით აქ – ბრძოლაში!!!“ _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს აწ უკვე ყოფილი წევრი და „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა, რომელიც ეხმაურება ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას: „დღეს, 30 ოქტომბერს, პირველად ბოლო 13 წლის განმავლობაში, ისე შეიკრიბება საკრებულოები, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება წარმოდგენილი. ეს ჩვენი მკვეთრი პოლიტიკური არჩევანი იყო! […]

[ექსკლუზივი] ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ბესიკ ტაბიძე იქნება, კომისიის თავმჯდომარეებს არ ცვლიან… ვინ იქნებიან მოადგილეები და ვინ შექმნის ახალ ფრაქციას?

„გურია თუდეი“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ზედიზედ მესამედ ბესიკ ტაბიძე გახდება. სახელისუფლო კულუარებში მის კონკურენტად მოაზრებული და წინა საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილე ვერიკო კვირკველია ახლა პირველი მოადგილე იქნება. თანამდებობას შეინარჩუნებს გიორგი ჩახვაძე, რომელიც წინა საკრებულოშიც მოადგილე იყო. ბესიკ ტაბიძის ახალი მოადგილე კი „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატის, ვასილ ჩიგოგიძის ბიუროს აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მაია ლომთაძე […]

დღეს „ნიკოს თასის“ გათამაშება იწყება _ „გურია თუდეი“ თავის რჩეულს და ასევე, საუკეთესო ბომბარდირს დააჯილდოვებს

26-27 ოქტომბერს, ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართება ტრაგიკულად დაღუპული მოსწავლის,  ნიკოლოზ გვარჯალაძის ხსოვნის ტურნირი. მემორიალში მართლმადიდებლური სკოლის გუნდთან ერთად  მუნიციპალიტეტის ცხრა საჯარო სკოლა მონაწილეობს. შეჯიბრი გაიმართება 2010-2011-2012 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის.  პირველ დღეს გაირკვევა წინასწარი ეტაპის გამარჯვებულები, ხოლო 27 ოქტომბერს გაიმართება დასკვნითი თამაშები და გამოვლინდება „ნიკოს თასი – 2025“-ის გამარჯვებული. საუკეთესოებს პრიზებს, ხოლო პრიზიორებს […]

„შენს დაბადებას დიდი ხმაური მოჰყვა: გამრთელდა ჩატეხილი ხიდი, რომელთან მიახლოებას ვერავინ ბედავდა… გვერდით იყავი და მენატრებოდი“ _ ია ხალვაშის ემოციური მილოცვა შვილს

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი, პოპულარული ფეისბუქ-ჯგუფ „ღადარის“ დამაარსებელი ია ხალვაში შვილს, ზურაბ მენაღარიშვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს: „შენს დაბადებას დიდი ხმაური მოჰყვა… გამრთელდა ჩატეხილი ხიდი, რომელთან მიახლოვებას ვერავინ ბედავდა… კვლავ აინთო შუქი არჩილ და ეთერ მენაღარიშვილების ოჯახში და გაუჩნდათ საზრუნავი და სიცოცხლის ნაპერწკალი… ამ დროს ჩემი სული დამძიმებული იყო და გული სავსე იყო შენი უპირობო […]

„ქვეყანას თუ გაძარცვავ, გადაიხდი და გამოხვალ, თუ პროტესტი გაქვს და გამოხატავ, იჯდები და ვერსად ვერ გამოხვალ“ _ ლანჩხუთელი მღვდელმსახური

ლანჩხუთელი მღვდელმსახური მამა გიორგი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებს: „სამართლის ოკუპაციაც არსებობს, როგორც ჩანს. შენს ხელშია – მიაწექი, როგორც გინდა, ჭერი და კერე, სანამ შენც დაგიჭერენ და შეგიკერავენ. ქვეყანას თუ გაძარცვავ, გადაიხდი და გამოხვალ, თუ პროტესტი გაქვს და გამოხატავ, იჯდები და ვერსად ვერ გამოხვალ. ქვეყნის მძარცველები სახლში, გულანთებული ხალხი ციხეში. […]

„შენს მოწამოებრივ გზას დაინახავს უფალი და საბოლოოდ გაგვიფრინდება შენი სული იქ, სადაც შენს ვაჟკაცებს მოესიყვარულები“ _ ლელა ჩახვაძე

დღეს, ლანჩხუთელი გმირების, ჯამბულათ ხოფერია უფროსის დედისა და ჯამბულათ ხოფერია უმცროსის ბებიას, თინა ხოფერიას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. „დღეს, უფლის სამსჯავროზე, თინა დეიდა, სააქაოში გავლილ ურთულეს, მოწამოებრივ გზას დაინახავს უფალი, შენს ნაკეთებ ყველა კეთილ საქმეს, შენს დიდ, თბილ გულს და საბოლოოდ გაგვიფრინდება შენი სული იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, სადაც შენს ვაჟკაცებს მოესიყვარულები“ _ წერს საფრანგეთში […]

„არავის არაფერი მშურს, ოქრო-ვერცხლი განსაკუთრებით, თან საკუთარ ხალხზე მოპარული… საერთოდ რამეს რომ ვაკეთებ, სულ ჩემი გვიმბალაური და ჩემი ხალხი მახსენდება“ _ არჩილ ხოფერია

ლანჩხუთელი არჩილ ხოფერია, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, რითაც, სავარაუდოდ, ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან დიდი რაოდენობის თანხას და ძვირფასეულობის ამოღებას ეხმაურება. „ვინც მიცნობს, ყველამ იცის, არავის არაფერი არ მშურს, ოქრო-ვერცხლი განსაკუთრებით, თან საკუთარ ხალხზე მოპარული… მაგრამ აი, ცივ იარაღს რომ ვხედავ, მაგაზე ცოტა კი მწყდება გული, რო არ მაქვს. მჩუქნიან ხანდახან და […]