ლანჩხუთის სოფელ შუხუთში ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა

ლანჩხუთის სოფელ შუხუთში ავტოავარია მოხდა, რასაც, სამწუხაროდ მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი.  გავრცელებული ინფორმაციით, ის ძაღლმა შეაშინა და ავტომობილი გზაზე გადასვლისას შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ბიჭს პირველი დახმარება ადგილობრივებმა და მძღოლმა აღმოუჩინეს, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გზაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]

„ლანჩხუთელი საჯარო მოხელეების გვერდებს დღეში 9-ჯერ ვამოწმებ, იქნებ 1 მადლობა მაინც ვნახო მოხალისეებზე“ – ნინია ბარამიძე

ლანჩხუთელი ემიგრანტი, სამოქალაქო აქტივისტი  ნინია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეში 9-ჯერ ამოწმებს ლანჩხუთელი საჯარო მოხელეების ფეისბუქ-გვერდებს, „იქნებ გაექცათ კალამი და 1 მადლობა ვნახო. მართლა ვფიქრობდი, რომ ჩამოსულ სტუმრებს 1 მადლობას დაუწერდნენ“. „არა უშავს, აუცილებლად გვექნება ამ ახალგაზრდებიდან გამომდინარე ისეთი ქვეყანა, სადაც მადლობისთვის საყვედურს არ მიიღებთ. გურია კი იცით ღატაკი მხარეა, მარა სულ მდიდარი ვიყავით […]

„დადიოდა ჩუმად, უხმაუროდ, ხანდახან ხელით შუბლს მოიჩრდილავდა და ცას ახედავდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა…“ _ სუფსა ემშვიდობება „უცხო კაცს“, რომელიც ყველას ნაცნობი და ახლობელი იყო

ალბათ, ბევრს შეგიმჩნევიათ, თუნდაც თავისი განსხვავებული ჩაცმულობით, განსაკუთრებით საზღვაო სეზონზე, ეს უწყინარი ადამიანი. არავის რომ არ აწუხებდა და თვალებიდან სიკეთეს აფრქვევდა. იგი სამ ათეულ წელზე მეტი ხანი სუფსაში ცხოვრობდა. წინა კვირაში გარდაიცვალა, რამაც მის მეზობლებს გული დასწყვიტა. მასზე ემოციურად წერს ნატო ცქვიტინიძე: „სად არ ნახავდით – ქობულეთში, ურეკში, გრიგოლეთში… სულ ფეხით დადიოდა: წვიმაში, თოვლში, მზეში, […]

თუ სამაშველოს ერთი ხეირიანი ტრანსპორტი და 112-ს ერთი მაღალი გამავლობის სასწრაფო არ ჰყავს… რას ითხოვს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირმა მგელაძე გურიაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე თავის მოსაზრებებს სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს: „სამწუხაროდ, წინა შეცდომებიდან ვერაფერი ისწავლა ვერც ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ვერც „მთავრობამ”, ვერცერთი კრიზისი, ვერც მოულოდნელი და ვერც განჭვრეტადი ვერ მართა შესაბამისად. ფაქტი ჯიუტია! ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა! ერთი კვირით ადრე ველოდით დიდთოვლობას… ამასობაში რეგიონის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას […]

“ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთი დაიწყო, ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო დავტოვე ქვეყანა” – რას წერს 19 წლის ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი სანდრო ქინქლაძე ქვეყანას ტოვებს. ამის შესახებ ანტისამთავრობო აქციების 19 წლის მონაწილე სოციალურ ქსელში წერს: „ცოტა გრძლად თუ ცოტა მოკლედ, ჯერ არ ვიცი, როგორ გამომივა ამ ყველაფრის მოყოლა, მაგრამ დავიწყებ _ დავტოვე ქვეყანა ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო. სამოქალაქო აქტივისტი ვარ 2017 წლიდან, რაც „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა […]

ნანა კუკულავა: „მეც მინდა, რომ მერქვას მშობელი! უფლის ნებით და თქვენი ძალისხმევით იმედი მაქვს ჩემს ოცნებებს ფრთები შეესხმება“

„პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ქალბატონ სანდრას და მის გუნდს! ჩემი ცხოვრებაში თქვენი გამოჩენა ახალი ვარსკვლავის ანთების მიზეზი გახდა“ _ ამბობს ნანა კუკულავა. მისი თქმით, ბავშვობაში საყვარელი თამაში დედაშვილობანა იყო: „ეს ხომ ქალის გენეტიკურ კოდში დევს – რომ ის დედა იყოს, იზრუნოს, გაზარდოს, აღზარდოს და გზაზე დააყენოს. პროფესიით ფილოლოგი ვარ. ისე მოხდა, რომ სკოლაში არა, მაგრამ […]

„უცებ ხომ არ მოუთოვია 2 მეტრი? ჯერ იყო 30 სმ, მერე – 50 სმ. 30 სმ-ზე გზის გაწმენდა ხომ უფრო იოლია? […] ტექნიკაა საჭირო, მეწყერს „ლაფატკებით“ ვერ მოუვლი“ 

„არაფერი გაკვეთილი არ გამოგვიტანია არც ვერის ხეობის, არც შოვის, არც ნერგეეთის ტრაგედიებიდან, არც წყალდიდობიდან, რომელიც 2023 წელს მოხდა გურიაში და ადამიანები დაგვეღუპნენ. სახელმწიფო ცხოვრობს სტიქიიდან სტიქიამდე. სტიქიის დროს ვიწყებთ „ფაფხურს“. უცებ ვიწყებთ რაღაცის კეთებას, იმის მაგივრად, რომ წინასწარ მოვემზადოთ“, – ამბობს „მთის ამბებთან“ საუბარში გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“ […]

სტიქია, მოხალისეები, სახელმწიფო და ხალხი – წინასწარ გამოცხადებული დიდთოვლობის ქრონიკა

„21 თებერვალს, პარასკევს, 18:45 წუთზე საქართველოს მოსახლეობამ მობილურ ტელეფონებზე მიიღო ტექსტური შეტყობინება: „23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება”. 112 ადრესატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა“ _ „რადიო თავისუფლებამ“ ქრონოლოგიურად ჩამოწერა, როგორი იყო რეაგირება წინასწარ გამოცხადებულ დიდთოვლობაზე: 24 თებერვალს გამოჩნდა პირველი ცნობები გარესამყაროს მოწყვეტილი ათობით სოფლის შესახებ; დახმარებას ითხოვდნენ დიდთოვლობაში ჩარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოხუცები, ქალები და ბავშვები, […]

„ვიცი, რომ არ იცით, თორემ ასე ხომ არ მიაგდებდით საკუთარი წარმოშობის ადგილს?“ _ ჭანჭათელები თანასოფლელ მინისტრს მიმართავენ

გურიაში დიდთოვლობამ დიდი პრობლემები შექმნა. ერთ-ერთი თემი, სადაც რთული მდგომარეობაა, აკეთია. მასში შემავალ სოფელ ჭანჭათიდან განათლების მინისტრ ალექსანდრე წულაძეს მიმართავენ: „ბატონო მინისტრო, ალბათ არ იცით, რომ ჩვენი სოფლის მკვიდრი, არაჩვეულებრივი პედაგოგი გარდაიცვალა, რომელიც სტიქიის გამო, ხელით, ენით აუწერელი სირთულით გადმოასვენეს სხვა სოფლიდან – ჭანჭათში. ხოლო ჭირისუფლები დღემდე ვერ ახერხებენ მოსვლას. რადგან გზები ჯერ კიდევ არ […]

„სოფელ ჭანჭათში ყველასათვის საყვარელი პედაგოგი გარდაიცვალა და დედა, და და შვილი ვერ ახერხებენ მის დატირებას“ [განახლებული]

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ჭან­ჭათ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას ითხოვს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვის თხოვ­ნა გავ­რცელ­და და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დახ­მა­რე­ბას ამ დრომ­დე ელო­დე­ბი­ან. “გურია თუდეის” დაუკავშირდნენ სოფელ ჭანჭათიდან და უთხრეს, რომ ბარამიძეების ოჯახი ვერ ახერხებს მიცვალებულის დაკრძალვას. “ურთულესი მდგომარეობაა, 2 მეტრი თოვლია. გზა არ არის, გადაადგილება შეუძლებელია. მიცვალებული ხომ უნდა დაკრძალონ? ტელეფონითაც ხშირად ვერ გვირეკავენ, უფრთხილდებიან, […]