„ცარიელ ფურცლებს უხდება სევდა, დროის ნაპრალებს აავსებს ქარი, მე დღესაც მელის სოფელში დედა, ცისფერთვალება, ლამაზი ქალი“
ლანჩხუთელი ილიკო კილაძე მრავალ სფეროშია წარმატებულია _ ყოფილი ფეხბურთელი და მომღერალი ამჟამად ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა, წერს კარგ ლექსებს, არის კომპანია „ვაინპაკის“ დირექტორი. Winepack ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა, თუმცა უკვე 100-ზე მეტ ღვინის კომპანიასთან და მარანთან თანამშრომლობს, მეწარმეებს აწვდის პრემიუმ ხარისხის ღვინის შესაფუთ მასალებს (საცობს, ბოთლს, ჩაჩს, ყუთსა და ეტიკეტს). გთავაზობთ ილიკო კილაძის ლექსს, რომელსაც დედას […]
ლანჩხუთელი თენგიზ ხუხუნაიშვილი საქართველოს 2024 წლის წლის საუკეთესო მოხალისედ დასახელდა!
ლანჩხუთის მერის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ ხუხუნაიშვილმა 2024 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში გაიმარჯვა და საუკეთესო მოხალისე გახდა. აღსანიშნავია, რომ 69 მუნიციპალიტეტიდან გამოავლინეს 14 მოხალისე და ჩვენთვის სასიხარულოდ, ლანჩხუთელი ახალგაზრდა მათ შორისაა. ამავე დროს, თენგიზ ხუხუნაიშვილი საჭადრაკო კლუბ „ლანჩხუთის“ პრეზიდენტია და მის სახელს უკავშირდება ლანჩხუთში ნოე ჟორდანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის დაარსება. „გურია თუდეი“ ულოცავს წლის მოსახლისედ […]
ლანჩხუთის შემოქმედთა მუზეუმში ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს!
დღეს, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმში მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსის ,,ჩემი შობა“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კომპენტენტურმა ჟიურიმ შემოსული ნაშრომებიდან შეარჩია 11 საუკეთესო, რომელიც გადაანაწილა ორი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით. შემოქმედთა მუზეუმისა და მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლიტერატურულ კლუბ ,,კვირტების“ ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების IV-XII კლასელები მონაწილეობდნენ. IV-VI კლასები, პოეზია: I ადგილი _ ზურა გვარჯალაძე (მე-3 საჯარო სკოლა, […]
„ლანჩხუთელი გმირის ცოლის სტატუსით და 2 შვილით… თვითონ უფრო დიდ გმირად იქცა ობლებით დარჩენილი პატარა გოგო“
ლანჩხუთელი გმირის, დათო რამიშვილის მეუღლე ელენე როყვა გარდაიცვალა. „27 წლიდან ებრძოდა ცხოვრებას! გმირის ცოლის სტატუსით… ორი შვილით დარჩა და დამიჯერეთ, თვითონ უფრო დიდ გმირად იქცა ობლებით დარჩენილი პატარა გოგო… რომ იცოდეთ რამდენი ჭირ-ვარამი გამოიარა, სასტიკად გაუბრაზდებოდით სიკვდილს… იცით, როგორი გოგო წავიდა?! ჩვენ სოფელში ოჯახები სადღეგრძელოებს სვამდნენ მის ქალობაზე! რამდეჯერ გამიგონია: _ აი, ელიკოს შეხედეთ _ […]
„წუხელ ბოლო მორიგეობა გვქონია ერთად ლანჩხუთის „მედალფაში“, ჩემო უსაყვარლესო ქალბატონო“ _ ვისზე წერს ელისო ჭიჭინაძე
ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, ექიმი-ლაბორანტი ელისო ჭიჭინაძე ჩოხატაურელი ექიმი-ანესთეზიოლოგის, ნინო პაიჭაძის გარდაცვალების გამო გულისტკივილს გამოთქვამს: „წუხელ ბოლო მორიგეობა გვქონია ერთად ლანჩხუთის „მედალფას” კლინიკაში, ჩემო უსაყვარლესო ქალბატონო, გამორჩეულო ადამიანობითა და პროფესიონალიზმით, განსაკუთრებულად თბილო და საყვარელო. ვერ ვიჯერებ, ვერა… როგორ მენანები… ძალიან მიყვარხარ და მტკივა უშენობა. ჩვენს გულებში მუდამ იქნები, შეხვედრამდე, ჩვენო ნინო ექიმო“ _ წერს ჭიჭინაძე სოციალურ […]
ლანჩხუთში „ელიტის“ ოფიციალური მაღაზია მომხმარებელს მაღალ ხარისხს, დიდ ფასდაკლებებსა და სასიამოვნო გარემოს ჰპირდება!
ლანჩხუთში არსებულ „ელიტის“ ოფიციალურ მაღაზიაში თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, მომღიმარი და თქვენი დახმარების მოსურნე კონსულტანტები, საოჯახო ელექტროტექნიკის, გათბობა/გაციების სისტემების, მობილურებისა და აქსესუარების ძალიან დიდი არჩევანი, მუდმივად მიმდინარე აქციები და ფასდაკლებები. თქვენს მიერ შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს სახლში მოგიტანენ, მოქმედებს „ელიტის“ ოფიციალური გარანტია. პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც ნაღდი ფულით, ასევე გადარიცხვით და ისარგებლებთ ყველა წამყვანი ბანკის […]
მსოფლიოს ისევ ქართული ქამარი უჭერს! _ გიორგი კეკელიძე მერაბ დვალიშვილის მორიგ გამარჯვებას ეხმაურება
გურულმა მწერალმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ყველა იმ ქართველს გაუმარჯოს, ვინც დღეს შუაღამემდე ვერ დაიძინა, რადგან საქმე ჰქონდა ან ფიქრი ჰქონდა ან დარდი ან რამე სხვა მიზეზი, მაგრამ მაღვიძარას შვიდი უთხრა, რომ ოკეანის გადაღმა საკუთარი კაცის ჩხუბისთვის ეცქირა“. ამით ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის გულშემატკივრებს მოეფერა. მერაბმა MMA-ში დაუმარცხებელი რუსი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, საჩემპიონო […]
სოფელ აკეთში, „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ ფარგლებში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე გაიხსნა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. გახსნის ცერემონიალი „პროექტი ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის“ ფარგლებში, ასევე მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგნელებთან ერთად დაესწრო“ _ ვკითხულობთ მერიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.
აქანე, ძამა, ყოლიფერს ელანძე გაგიხაზირებენ… – „გურია თუდეი ჯგუფი“ 7 წელზე მეტია, ლანჩხუთში სარეკლამო ბაზრის ლიდერია!
მაისურების, ჭიქების, ფოტოების, ბანერების, ბუკლეტების, ფლაერების „გახაზირება“… კიდევ რა სერვისებს გთავაზობთ „გურია თუდეის ჯგუფის“ სარეკლამო სამსახური ლანჩხუთის სარეკლამო ბაზარზე „გურია თუდეი ჯგუფის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დანადგარებისა და სახარჯი მასალების მაღალი ხარისხია _ მხოლოდ ჩვენ ვბეჭდავთ 6-ფერიან იაპონურ დანადგარებზე და ვიყენებთ პრემიუმ-ხარისხის პროდუქციას. რას ნიშნავს 6-ფერიანი ბეჭდვა? ზოგადად, ფერადი ფოტო მიიღება ოთხი ფერის კომბინაციით (შავი, […]
ლანჩხუთელი ექიმის, ლადო კვაჭაძის სამეცნიერო სტატიები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში ქვეყნდება!
„მას აქვს საერთაშორისო გამოცდილება, მიღებული გერმანიისა და პოლონეთის წამყვან გულის ცენტრებსა და ჰოსპიტალებში სასწავლო-პრაქტიკული კურსების ფარგლებში“ „რაც ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალი გავაკეთე, თავში ამის გარდა არაფერი მიტრიალებს. დღეს შემხვდა ერთი ნაცნობი და მითხრა: – მომეწონა! ძალიან გამიხარდა, გავბრწყინდი და გავბედნიერდი. და გამიელვა რაც მოეწონა [ჟურნალის]: იდეა, ენთუზიაზმი, შინაარსი, დიზაინი… ვაგრძელებ გონებაში ჩამოთვლას და უცებ მაწყვეტინებს: […]