„ლანჩხუთში მატარებელს ცეცხლი არ გასჩენია, მცირე ტექნიკური პრობლემა იყო“ _ „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

დღეს, ლანჩხუთის რკინიგზის სადგურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზამ“ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში ტექნიკური პრობლემის გამო გაჩერდა და სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. „20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად […]

ლანჩხუთის რკინიგზის სადგურში, ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა [+ფოტოები]

ლანჩხუთის რკინიგზის სადგურში, ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ვაგონებს შორის გადაბმაში გაჩნდა. საბედნიეროდ, მისი ჩაქრობა მემანქანეებმა და სადგურის თანამშრომლებმა დროულად მოახერხეს. ინფორმაციას „გურია TV“ ავრცელებს. ჯაბა ტუღუშის ფოტოები შემთხვევის ადგილიდან გამოცემის ცნობით, ვაგონებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა და არავინ დაშავებულა. მათი ტრანსპორტირება სამარშრუტო ავტობუსებით მოხდა. შემთხვევისას მოხდა ხაზზე ელექტროენერგიის გათიშვა, რის გამოც ბათუმი-თბილისის სამზავრო მატარებელი […]

„კვარას, მიქაუტაძის, ზურიკოს უდიდესი გულშემატკივარი ვარ, [მაგრამ] ლგპდ პროპაგანდა მუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა, ამას როგორ გააკეთებ!“ _ კარლო წილოსანი

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ კარლო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმაურება 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის სართაშორისო დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის შეხვედრებში მოთამაშე ფეხბურთელების, მათ შორის ქართველი ვარსკვლავების _ ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძისა და ზურიკო დავითაშვილის მაისურებზე მხარდამჭერი ლოგოს (დროშის ფერები) დატანის ფაქტს. “კვარას, მიქაუტაძის, ზურიკოს უდიდესი გულშემატკივარი ვარ, ასევე ყველა ქართველი სპორტსმენის და არამარტო… ზოგადაც, […]

მისთვის თეატრი და სცენის მტვერი მთელი ცხოვრებაა… ალმასხანი, ბაბუა ქიშვარდი და სიმონა ძალაძის დაუვიწყარი სახე _ ლანჩხუთელთა უსაყვარლესი მსახიობი 70 წლისაა!

გუშინ, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში გაიმართა გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის ნიჭიერ მსახიობსა და შესანიშნავ ადამიანს, ვაჟა ებრალიძეს,  რომელსაც დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. გამოფენაში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ექსპონატები: ფოტომასალა, აფიშები, პროგრამები, თეატრალური რეკვიზიტები და ა.შ. მუზეუმის მენეჯერმა, მაია ჩხაიძემ მუზეუმების საერთაშორისო დღე მიულოცა […]

„ვოლფრამის თვალზე კურცხალი შევნიშნე, ანდრიასმა კამერა საწოლის თავზე ჩამოკიდა და გაინაბა. ბოლოს ბორეგი მოგვიტანეს, ეგება ტკბილი გესიამოვნოთო“

გურული მებაღე ზურა შევარდნაძე მორიგ ემოციურ წერილს აქვეყნებს სოციალურ ქსელში: _ შვიდი, რვა წლის წინანდელი ამბავია და მომინდა მოგიყვეთ: საპატივცემულო სტუმრები მყავდა გერმანიიდან, ბოტანიკოსი პროფესორები და საქვეყნოდ ცნობილი მებაღეები. რა თქმა უნდა, გურიაში წავიყვანე. ერთ დღეს შემოქმედი ვაჩვენე და გომისმთაზე გადავწყვიტე ამეყვანა მზის ჩასვლის სანახავად. ვიფიქრე, გზად ბჟუჟის პირას, ჩაქუხაზე, ფაცხებში ვასადილებ-მეთქი და  საგზალი არ […]

„ლანჩხუთის სარკინიგზო ბაქნებს „შტადლერის“ ფირმის მატარებელი ისე ჩაუქროლებს, გეგონებათ, გავლა ახალდაბომბილ ტერიტორიაზე უწევს“

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, „ლელოს“ ადგილობრივი ლიდერი გოჩა ჯანაშია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს: „საქართველოს რკინიგზა წესით ერთ-ერთი წარმატებული სფერო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, მაგრამ რეალობა სულ სხვა სურათს ასახავს. აქ წარმოგიდგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ფოტოებს, სადაც ნათლად ჩანს, თუ რა მდგომარეობაა როგორც უშუალოდ ქალაქის […]

„ჭიშკართან რა დროსაც არ უნდა მისულიყავი, ბჟოლების ქვეშ გრძელ ხის სკამზე იჯდენ [გურიის] სოფლებიდან მოსული ქალები”

გურული მებაღე და იუმორისტი ზურა შევარდნაძე ბავშვობის მორიგ ისტორიას იხსენებს: _ გაზაფხულს, რომ მივალაგებდით ბებია მეზობლის ქალებთან ერთად აუცილებლად დაგეგმავდა და წავიდოდა ოზურგეთელ მარჩიელ ტონიასთან. რომ მოემზადებოდენ და წასასვლელად დამწკრივდებოდენ, ბაბუა მორიდებულად იკითხავდა: „ამფერი უსაშველო რა გჭილარიენ, ქალებო, აბდალა ტონიასან რომ მიხვალთ სარჩევათ? გვითხარით ეგება ჩვენც გშველით რამეს“. ტონიე მარჩიელის სახლი ყველამ იცოდა ოზურგეთში, რკინიგზის […]

ლანჩხუთის ნაწარმი საერთაშორისო გამოფენაზე: გურული ღვინით, თაფლითა და ბრინჯულათი აღფრთოვანებული სტუმრები

ლანჩხუთის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT-2025-ში მონაწილეობდა. სასტუმრო „შერატონის“ სივრცეში  ქართველი და უცხოელი კომპანიები დამთვალიერებელს სთავაზობდნენ თავიანთ ნაწარმს, ხელნაკეთ ნივთებს და სხვა აქსესუარებს, აქვე შესაძლებელი იყო პროდუქციის დაგემოვნება-დეგუსტაცია, ტურისტული კომპანიები ვიზიტორებს აცნობდნენ ტურისტულ მარშრუტებს, ფოლკლორული ანსამბლები თავიანთი კუთხის სიმღერებით სასიამოვნო გარემოს ქმნიდნენ. ლანჩხუთის ტურიზმისა და სოფლის […]

ჩამქრალი კერა… და-ძმა კვაჭაძეები ლანჩხუთის სოფელ ეწრიდან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ [ფოტო]

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდში დაცული მასალების მიხედვით, სოფელ ეწრის მცხოვრებმა აღათი და ვლადიმერ კვაჭაძეებმა ოთხი შვილი გაგზავნეს სამამულო ომში, მათ შორის ერთადერთი ქალიშვილი ტატიანა. ტატიანა კვაჭაძე 1921 წელს დაიბადა. შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ბათუმის სამედიცინო ტექნიკუმში. იგი 1943 წელს მოხალისედ წავიდა ფრონტზე, სადაც ჩარიცხეს საზენიტო-საარტილერიო ნაწილში. ტატიანამ თავის დადნაფიც ლიდა ჭყონიას უთხრა: ,,ომი […]

„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა…“ _ ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 15 წევრიდან გურიის ერთადერთი წარმომადგენელია

ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა. მასთან ერთად სახელისუფლო პარტიის მმართველ ორგანოში შედიან: ახალარჩეული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და გენერალური მდივანი კახი კალაძე. ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა სულ 15 წევრისგან დაკომპლექტდა, წილოსანი გურიის ერთადერთი წარმომადგენელია. მასში ამჯერად ვერ მოხვდა პარლამენტის ექს-თავმჯდომარე და ოზურგეთის ყოფილი მაჟორიტარი არჩილ თალაკვაძე. “ჩემთვის დიდი […]