მსოფლიოს ისევ ქართული ქამარი უჭერს! _ გიორგი კეკელიძე მერაბ დვალიშვილის მორიგ გამარჯვებას ეხმაურება

გურულმა მწერალმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ყველა იმ ქართველს გაუმარჯოს, ვინც დღეს შუაღამემდე ვერ დაიძინა, რადგან საქმე ჰქონდა ან ფიქრი ჰქონდა ან დარდი ან რამე სხვა მიზეზი, მაგრამ მაღვიძარას შვიდი უთხრა, რომ ოკეანის გადაღმა საკუთარი კაცის ჩხუბისთვის ეცქირა“. ამით ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის გულშემატკივრებს მოეფერა. მერაბმა MMA-ში დაუმარცხებელი რუსი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, საჩემპიონო […]
სოფელ აკეთში, „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ ფარგლებში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე გაიხსნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. გახსნის ცერემონიალი „პროექტი ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის“ ფარგლებში, ასევე მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგნელებთან ერთად დაესწრო“ _ ვკითხულობთ მერიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.
ლანჩხუთელი ექიმის, ლადო კვაჭაძის სამეცნიერო სტატიები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში ქვეყნდება!

„მას აქვს საერთაშორისო გამოცდილება, მიღებული გერმანიისა და პოლონეთის წამყვან გულის ცენტრებსა და ჰოსპიტალებში სასწავლო-პრაქტიკული კურსების ფარგლებში“ „რაც ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალი გავაკეთე, თავში ამის გარდა არაფერი მიტრიალებს. დღეს შემხვდა ერთი ნაცნობი და მითხრა: – მომეწონა! ძალიან გამიხარდა, გავბრწყინდი და გავბედნიერდი. და გამიელვა რაც მოეწონა [ჟურნალის]: იდეა, ენთუზიაზმი, შინაარსი, დიზაინი… ვაგრძელებ გონებაში ჩამოთვლას და უცებ მაწყვეტინებს: […]
ლანჩხუთში დიდი ეპოქა დასრულდა – აღარ გვყავს სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ქეთევან ნაკაშიძე

ცნობილი ლანჩხუთელი ჟურნალისტი ქეთევან ნაკაშიძე გარდაიცვალა. მის სახელს უკავშირდება მუნიციპალიტეტში თავისუფალი მედიის დაარსება _ 1995 წელს ოჯახის წევრებთან ერთად დააფუძნა გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი“, რომელსაც 25 წელზე მეტი ხნის მანძილზე რედაქტორობდა. მანამდე იგი „ლანჩხუთის მოამბის“ („კომუნისტური შრომა“) რედაქტორის მოადგილე გახლდათ. ქალბატონი ქეთევანი იყო უძლიერესი ჟურნალისტი და სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. მისი მახვილი კალამი ათწეულების მანძილზე დადებით გავლენას […]
„გურია თუდეი“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს!

ქართული მედიასაშუალებების ნაწილი, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე საათით მუშაობას წყვეტს. უფრო კონკრეტულად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საპროტესტოდ, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობას აჩერებენ ტელევიზიებისა და ონლაინ მედიის ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობაში, გაფიცვაში ჩართული მედიასაშუალებების ტელეეკრანებსა და ვებ-გვერდებზე განთავსებული იქნება შავი ფონი, წარწერით: „ასეთი იქნება ქვეყანა კრიტიკული მედიის […]
ლანჩხუთელებს კალანდის ღამეს ვიოლეტა მგალობლიშვილი და საბა ღურწკაია უმღერებენ, ტრანსპორტი 01:00 სთ.-მდე იმუშავებს

ლანჩხუთის მერია მოსახლეობას კალანდის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდებს. ამ მიზნით, 13 იანვარს, ღამის 11 საათზე, ქალაქის ცენტრში ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. პარალელურად დაიწყება კონცერტი, რომელშიც ,,ქავერ შოუს“ გამარჯვებული ვიოლეტა მგალობლიშვილი და საბა ღურწკაია მონაწილეობენ. ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქში დაგეგმილ კალანდის ღონისძიებასთან დაკავშირებით მუნიციპალური ტრანსპორტი 14 იანვრის 01:00 საათამდე უფასოდ იმუშავებს.
„ცეცხლი ოლიგარქიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“ _ ლანჩხუთში სოლიდარობის აქცია გაიმართა

ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს შენობასთან „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. ისინი მივიდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც გუშინ ბათუმში მიმდინარე აქციაზე დაკავებული 8 პირი იმყოფება. „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ცეცხლი ოლიგარქიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს! საქართველო გაიმარჯვებს!“ _ ამ შეძახილებისა და სტვენის ფონზე აქციამ რამდენიმე წუთს გასტანა, რის შემდეგაც მისმა მონაწილეებმა გეზი აიღეს ბათუმისკენ, სადაც ასევე საპროტესტო […]
საბერიოში ჯერაც დგას ფერფლად ქცეული სახლის კედლები… გვრცხვენია, რომ ცოცხლები ვართ, რომ ვერ მოგეშველეთ!

არ ვიცი, ვის ეძინა ამ საწოლზე, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ვიდეოში მხვდება, გული მეკუმშება – თუ ბავშვებიდან რომელიმეს ეძინა, იმედია, გაღვიძება ვერ მოასწრო… უსაშინლესი დეტალია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სანამ ჩვენ ოჯახებში და სამეზობლოში, სამეგობროში თუ რუსთაველზე ერთმანეთს შობას ვულოცავთ, საბერიოში ჯერაც დგას ფერფლად ქცეული სახლის კედლები, ხოლო ხუთი ბავშვის ცხედრისგან დარჩენილი ნაწილები ერთ სასახლეშია […]
ლანჩხუთში ალილო გაიმართა, შეგროვილ ნობათს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადასცემენ

ლანჩხუთში, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილო ჩატარდა. მონაწილეებმა მსვლელობა აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს. შეგროვილი ნობათი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა. შობის დღესასწაული მეალილოეებს მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილეებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მიულოცა. „ყველას ვულოცავ ქრისტეშობას. ურთიერთპატივისცემას, სიყვარულს, მშვიდობას, სიხარულს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ. მრავალს დაესწარით!“ – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.
„ძვირფასო ლანჩხუთელებო, დიდი პატივისცემით და სიყვარულით გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს!“ _ ალექსანდრე სარიშვილი

ლანჩხუთის მერი მოსახლეობას ახალი წლის დადგომას ულოცავს: „ძვირფასო ლანჩხუთელებო, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 2025 წელი მშვიდობის, წინსვლის, სიკეთის და სიხარულის მომტანი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა ოჯახში სუფევდეს ჯანმრთელობა, ბედნიერება, ხვავი და ბარაქა. მჯერა, ერთობით, ურთიერთპატივისცემით, შრომით და სიყვარულით შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სასიკეთო საქმის კეთებას და არაერთ პროექტს განვახორციელებთ ლანჩხუთისა და […]