„ქვემო აკეთში, მდინარე სუფსას თვითნებურად შეუცვალეს კალაპოტი, არ უფრთხილდებიან ბუნებას და უდაბნოს დაამსგავსეს ტერიტორია“

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი გიორგი მორჩილაძე სოფელ აკეთში მდინარე სუფსის სანაპიროზე შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს: „მეგობრებო, ქვემო აკეთში გაურკვეველმა კომპანიამ ისევ დაიწყო კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა. მდინარე სუფსას თვითნებურად შეუცვალეს კალაპოტი, არ უფრთხილდებიან ბუნებას, დააზიანეს ხეები და უდაბნოს დაამსგავსეს ტერიტორია. მე ჯერ არ ვიცი: ეს რომელი კომპანიაა, რა უფლებით შემოვიდა სოფელში და რატომ ახორციელებს აშკარა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას!! […]

მაჩხვარეთი კოლორიტს ემშვიდობება… გია ქურიძის იუმორისტული მოთხრობების გმირი – ბაქარა აღარ გვყავს

მაჩხვარეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ _ გარდაიცვალა სოფლის კოლორიტი, კეთილშობილი კაცი _ ბაქარ წილოსანი. მას სოციალურ ქსელში თანასოფლელები და ახლობლები ემშვიდობებიან. „ყველაზე მწარე სულის ტკივილია, როცა დაკარგავ ადამიანს, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება გაატარე. გისამძიმრებთ, ბიჭებო, ვუსამძიმრებ კუთხეს, ოჯახს… მეც ძალიან მტკივა ჩემი ბაქარა… ჩემი ოჯახის დიდი გულშემატკივარი… უფალს ებარებოდე, ჩემო ძმაო, შეხვედრამდე“ _ […]

„ეს ერთი ტრაგიკული ისტორიაა ულამაზესი ქალის ცხოვრების… ქალის, რომელმაც დროს გაუსწრო და ვერ გაუგეს…” _ ლანჩხუთი ნანო იმნაძეს ემშვიდობება

„ჩემო ლანჩხუთელებო, მოდი, ეს გლამურული გოგო გავიხსენოთ… იანვრის ბოლო დღეს… ჩვენი ნანო იმნაძე – ნიჭიერი, ლამაზი , დახვეწილი… სითბოთი სავსე, კარგი პედაგოგი! ის ჩემი კარგი ნაცნობი იყო… მჯერა, მის მეგობრებს, ნათესავებს, მოსწავლეებს უფრო მეტი ექნებათ სათქმელი“ _ წერს პოპულარულ ფეისბუქ-ჯგუფში „this is ლანჩხუთი“ ჟურნალ „მზერას“ რედაქტორი მაკა გიგინეიშვილი, რომელიც ასევე არის ჟურნალ „თბილისელების“ ჟურნალისტი. მისი […]

„შენც გადასულიყავი „ოცნებაში“ და ოცნებებსაც აიხდენდი ზოგიერთებივით“ – ბლაგიძეს თხოვენ, ბრალდება დაადასტუროს და „ტენდერჩიკები“ დაასახელოს

ლანჩხუთის საკრებულოს მაჟორიტარი ლესა-ჯურუყვეთიდან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ელისო ჭიჭინაძე ასევე ეხმაურება ოპოზიციონერი კოლეგის ჯუმბერ ბლაგიძის ბრალდებებს, რომელიც მან ბრიფინგზე გააჟღერა (იხ. ბმული: https://shorturl.at/2Awp6) „როდესაც საჯაროდ წერთ, საკრებულოს წევრები ტენდერებში არიანო, ეს არის ბრალდება, რომელსაც დასაბუთება ჭირდება. მე, როგორც ერთი რიგითი დეპუტატი, აღშფოთებული და გაბრაზებული ვარ ამ გაცხადებით, ჯუმბერ. თუ წერ , დაწერე მაშინ დასაბუთებულად […]

„მერის ხელფასს რომ ითვლით, თქვენ რაში იღებთ სადეპუტატოს, სხდომებზე გამოუცხადებლობაში?“ _ ვის პასუხობს ნინო მშვიდობაძე

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინო მშვიდობაძე ოპოზიციონერ ჯუმბერ ბლაგიძის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელიც მან ბრიფინგზე გააკეთა და „გურია თუდეის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა (იხილეთ ბმული: https://shorturl.at/2Awp6) „ბრალდებების კორიანტელი დაგიყენებიათ და საინტერესოა, ვინმეს კონკრეტულად გულისხმობთ თუ უმრავლესობის ყველა წევრს? მერის ხელფასს რომ ითვლით, თქვენ რაში იღებთ სადეპუტატოს, საკრებულოსა და კომისიების სხდომებზე გამოუცხადებლობაში? ასე წერია ორგანულ კანონში? რა ვიცი, […]

ქართული კინოს კაშკაშა ვარსკვლავი ვასილ ჩხაიძე _ ევროპულ კულტურას ნაზიარები ჯიშიანი არისტოკრატი აცანიდან

ლანჩხუთის ვალ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში მსახიობის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/VlqWg ვასილ ჩხაიძე ქართული კინოს ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია. დაიბადა 1905 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ აცანაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, ლანჩხუთის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში სწავლობდა. 1925-26 წლებში იყო რუსთაველის თეატრთან არსებული დრამატული სტუდიის წევრი. 1936 წელს კი მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო […]

ლანჩხუთის თეატრისა და კინოს მუზეუმში ვასილ ჩხაიძის დაბადებიდან 120 წლის იუბილე აღნიშნეს

დღეს 120 წელი გავიდა ქართული კინოს კაშკაშა ვარსკვლავის,საქართველოს დამსახურებული არტისტის – ვასილ ისააკის ძე ჩხაიძის დაბადებიდან. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით ვალოდია წულაძის სახ. თეატრისა და კინოს მუზეუმში მისი მენეჯერის, მაია ჩხაიძის ორგანიზებით გაიმართა სალონური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ლანჩხუთის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი პაატა ურუშაძე, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები. […]

„იცით, რამდენია მერის ხელფასი? თუ საჭიროა, თვითმფრინავიც ვიყიდოთ… ყველამ იცის, საკრებულოს წევრები ტენდერებში არიან“

ლანჩხუთის საკრებულოს ბოლო სხდომაზე ოპოზიციონერების პროტესტს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეპლიკები მოაყოლეს _ „დავალება აქვთ ასეთი“, „ყურადღებას ნუ მიაქცევთ“,„არასახელმწიფოებრივად იქცევიან“ და ა.შ. ამან მაკა მშვიდობაძე, გოჩა ჯანაშია და ჯუმბერ ბლაგიძე აღაშფოთა და ბრიფინგი გამართეს. უფრო მეტად გაბრაზებული ბლაგიძე ჩანდა და კოლეგებზე მეტიც ისაუბრა. „გასაგებია, ჩვენი პროტესტი არ მოსწონთ, მაგრამ მათი ბრალდებები უკვე კომიკურ ხასიათს იღებს. მე ის […]

“63 წლის პაციენტმა საკვებად მიიღო ნაყიდი ღორის ხორცი და კუპატი” _ გურიაში ტრიქინელოზით დაავადების ფაქტი დაფიქსირდა!

გურიაში ტრიქინელოზის შემთხვევა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 27 იანვარს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან  მიიღო შეტყობინება დადასტურებული შემთხვევაზე. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული. სააგენტოს განცხადებით, შეტყობინების თანახმად, 63 წლის პაციენტს დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე საკვებად მიღებული აქვს ოზურგეთში ნაყიდი ღორის ხორცი და კუპატი (ხორცი მიიღო ოჯახის სხვა წევრმაც, […]

„სულ თანამდებობებზე იყავი, მაგრამ დღემდე ბაბუის დანატოვარ საუკუნის დროინდელ სახლში ცხოვრობ“ _ ვისზე წერს დარეჯან ბიწაძე

„მაგალითი ხარ საზოგადოებისათვის, რომ პატიოსანი შრომით ვერ გამდიდრდები“ _ ასე ეხმაურება ლანჩხუთის შემოქმედთა მუზეუმის დირექტორი დარეჯან ბიწაძე თავისი ძმის, პოლიტიკოს რომან ბიწაძის მიერ გაზიარებულ ჟურნალისტ მამუკა ქანთარიას სტატუსს: „ვინც რა უნდა თქვას მასზე და რაც არ უნდა თქვას მან ჩვენზე, ”ჰო და არასთვის” საუკეთესო რესპონდენტია ეს კაცი… გაზეთის ნომერი თუ გივარდება და არაფერი გაქვს „გამხსნელი“, […]