[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ჯონი შოთას ძე ცინცაძე

⬛️ | მეუღლე ნუნუ კიკნაძე; შვილები: სერგო, შოთა; რძლები: სალომე მონიავა, ნათია ნინუა; შვილიშვილები: ნატალი, ერეკლე, მარიამი, ილია, ლუკა ცინცაძეები ღრმა მწუხარებით იუწყებიან ჯონი შოთს ძე ცინცაძის გარდაცვალებას. ⬛️ | პანაშვიდი: პარასკევსა და შაბათს, 28 თებერვალს და 1 მარტს. ⬛️ | დაკრძალვა: კვირას, 2 მარტს ლანჩხუთში.

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა მურად მუკბანიანი

| მეუღლე იამზე; შვილები: შორენა, აბო, ბაჩო; შვილიშვილები: ნატა, გუგა, ლუკა, მართა, ანასტასია; სიძე ირაკლი ჯორბენაძე; რძლები: ნინო დვალაძე, ნათია გერლიანი; დედმამიშვილები: დარეჯანი, მირზა, ვასილი, ვენერა, სოსო; რძლები: როზეტა, თამარი, მაყვალა, მედეა; ძმისშვილები, დისშვილები, მზახლები და ახლო ნათესავები იუწყებიან მურად მუკბანიანის გარდაცვალებას. | დაკრძალვა: შაბათს, 1-ელ მარტს, 15 სთ.-ზე, სოფელ ჯურუყვეთში.

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა მზიული ქურიძე-ზენაიშვილისა

Მეუღლე ვაჟა ზენაიშვილი; შვილი გიორგი; შვილიშვილები: ანა, თამთა ზენაიშვილები; მაზლი ჯუმბერი; რძლები: ლია მშვიდობაძე, ანგელინა, ქეთინო, მარინა, ფატი, სალომე; ძმისშვილები, დისშვილი, მაზლი, მულიშვილები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა მზიული ქურიძე-ზენაიშვილისა. დაკრძალვა: სამშაბათს, 25 თებერვალს, 14:00 სთ.-ზე, ორაგვისღელის სასაფლაოზე.

„მადლიერი ვართ იმ სიყვარულისა და სითბოსთვის, რასაც შენს გამო ათწლეულების მანძილზე ვიღებთ [ქეთევან ნაკაშიძის ხსოვნას]

40 დღე გავიდა, რაც დაგვტოვე, ჩვენო სათაყვანებელო ქალბატონო… ერთი დღეც არ ყოფილა, შენზე არ გვეფიქროს. ეს არაა ტრაფარეტული სიტყვები _ შენმა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ბევრი გასახსენებელი დაგვიტოვა… თუნდაც „ლანჩხუთი პლუსში“ 25-წლიანმა დაუღალავმა შრომამ და თავდადებამ, თანამშრომლებსა და მკითხველებთან ურთიერთობამ იმდენი სითბო და სიყვარული გვანახა, მთელი ცხოვრების საგზლად გვეყოფა… იყავი სამაგალითო დედა და მეუღლე, ბრწყინვალე ბებია […]

ბაბუ, უკვე ძალიან მენატრები! [ილია მორჩილაძის ტკივილიანი გახსენება]

ილო ბაბუ, მე _ ანასტასია, შენი პირველი შვილიშვილი ვარ და როგორც შენ ამბობდი, პირველი დიდი სიხარული დეიდას და დედიკოს შემდეგ. უკვე თორმეტი წლის გავხდი, ამიტომ მე უფრო კარგად გიცნობდი, ვიდრე _ ელენე, ნიკო და ანანიკო. მე უფრო მეტი დრო გავატარე შენთან, უფრო მეტი სითბო და სიყვარული მივიღე შენგან. შენ იყავი ჩემი მესაიდუმლე, ყველაფრის შემსრულებელი ბაბუა. […]

„თქვენ არჩეულში ყველა ოჯახის იმედი იყავით…“ [გივი ჭანტურიას ტკივილიანი დაბადების დღე]

„შენ არ მომკვდარხარ, გარდაიცვალე, უსასრულობის შეცურე ზღვაში, შენ მხოლოდ ბინა გამოიცვალე, დედამიწიდან გაფრინდი ცაში“  11 თებერვალი თქვენი დაბადების დღეა! ამ დღეს ისევ ვიკრიბებით და აღვნიშნავთ თქვენს დაბადების დღეს, მაგრამ რაოდენ დასანანია, რომ თქვენს გარეშე… თქვენ კი ზეციური სასუფევლიდან, ალბათ, ყველაფერს ხედავთ და ვიცით თქვენეული სითბოთი ლოცავთ ყველას. უპირველეს ყოვლისა, თქვენს ლამაზ ოჯახს და თქვენს ყველა […]

ქალი, რომელიც დააკლდა ქალაქს… _ დამშვიდობება ლარისა ცინცაძესთან

მეხის გავარდნას გავდა შენი გარდაცვალების ამბავი. ყველას დამხმარე, მშველელი, მრჩეველი და პატრონი იყავი. საკუთარ თავს ვერ გაუფრთხილდი, სიცოცხლის უკანასკნელი საათიც კი სხვის დასახმარებლად დახარჯე, ყველას _ მთელ კუთხეს, სამეზობლოს, ძალიან ბევრ ლანჩხუთელს შენი იმედი გვქონდა, რომ გვიჭირდა. დაუზარებლად, უანგაროდ, თბილი ღიმილითა და გამამხნევებელი სიტყვებით გვაიმედებდი და გვეხმარებოდი, გამოცდილი ექთანი იყავი, საუკეთესო მედდა, ხალხის სამსახურში გაატარე […]

რა ბედნიერებაა, ,,მიდიხარ სახელიანი” _ ზოია მარგალიტაძის გამოსათხოვარი

,,ცრემლს სად შეეძლო ის ეთქვა, როგორც მე გულში ვტიროდი”… დიახ! ცრემლი ვერ გამოხატავს იმას რასაც განვიცდი, გულით გლოვა სხვა განზომილებაა… ვერ ვპოულობ სიტყვებს გრძნობების გადმოსაცემად და გრძნობებს ახალი სიტყვებისთვის… ჩემს სულს ყველაზე მეტად მათი კვალი ემჩნევა, ვინც ვარსკვლავებივით მომწყდა გულიდან და ამ ცხოვრების სიცარიელეში გაუჩინარდა. ერთ-ერთი მათგანი ხარ, ჩემო ზოია. მეხსიერების ბარათს ვხსნი… განათლების განყოფილებაში […]

უშენოდ ერთი დღეც არაა ჩვენს სულსა და გულში _ ირაკლი ნოდიას ტკივილიანი მონატრება

დღეს, ჩემი ძმის, ირაკლი ნოდიას დაბადების დღეა – 55 წლის იუბილე აქვს სექტემბერში 30 წელი ხდება, რაც ჩვენთან ფიზიკურად აღარ ხარ, იკა, ისე კი, უშენოდ ერთი დღეც არაა ჩვენს სულსა და გულში. ყველას მომკითხავი და პატივისმცემელი იყავი და მიხარია, რომ ბევრს ახსოვხარ დღესაც… დიდ სინათლეში იქნები, ვიცი, ძმაო. აცხოვნოს შენი კეთილი სული უფალმა! ალეკო ჭყონია

[ნეკროლოგი] ილია მორჩილაძეს ხუთშაბათს, 16 იანვარს დაკრძალავენ

მეუღლე მარინა ჩხაიძე; შვილები: ქეთი, ლიკა; ძმა ზურაბი; ძმისშვილები: მიშიკო, ანა მორჩილაძეები; შვილიშვილები: ანასტასია, ანანო პაიკიძეები, ელენე, ნიკოლოზ ხომასურიძეები; ცოლისძმა გოჩა ჩხაიძე; სიძეები: არჩილ ხომასურიძე, შოთა პაიკიძე; რძლები: რუსუდან წილოსანი, დალი კალანდაძე, ნანა ზენაიშვილი; მძახლები: ელენე, თამაზ ხომასურიძეები, შორენა, ამირან პაიკიძეები; ბიძაშვილები: ლია, ნატო, ირინა ურუშაძეები; მამიდაშვილები: რუსუდან, სიმონიკო ჭეიშვილები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან […]