„დავინახე, როგორ დაწვა ხესთან… ხუთი მეტრის იქით, ზუსტად ხის გვერდით ერთი მეტრში თხრილთან მერაბაა. პირქვე ჩამხობილი, იარაღი ხელში შეყინვია“

ლანჩხუთელი არჩილ ხოფერია ის მეომარია, რომელმაც თავისი ოჯახის მაგალითზე გვაჩვენა, ბოლომდე უშიშრად ბრძოლა და სამშობლოსთვის მაქსიმუმის გაღება რომ შეუძლია. მამა-შვილი ხოფერიები აფხაზეთის ომში გმირულად იბრძოდნენ, არჩილის ძმა _ ჯამბულათმა თავი შესწირა სამშობლოს. არჩილის შვილი _ უმცროსი ჯამბულათიც რუსებთან ბრძოლას შეეწირა… უკრაინაში, სადაც დღეს მისი მამა იბრძვის, მათ შორის საქართველოსთვის…მოკლედ, გვიმბალაურელ ხოფერიებში სამშობლოსთვის ბრძოლა თაობიდან თაობას […]
„შევარდენივით გამოუქროლეს ორმოციოდე გურულებმა და და ნახევარ საათში ბურთი ლელოზე მიარბენინეს“… ლელობურთი _ ლანჩხუთის სავიზიტო ბარათი!

ლელობურთი გურიის ერთ-ერთი კოლორიტული ტრადიციაა, რომელიც ყოველი წლის აღდგომა დღეს, სოფელ შუხუთში იმართება. 2020 წლის აღდგომას ლანჩხუთი ლელობურთის გარეშე შეხვდა, ამის მიზეზი – მსოფლიო პანდემია კორონავირუსი გახდა. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც შუხუთში, სიმბოლურად ააგდეს ბურთი. პირველად ასეთი ფაქტი 1989 წელსდაფიქსირდა, მიზეზი კი მაშინ 9 აპრილის სისხლიანიმოვლენა გახდა. „ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გადატანას […]
„გურიას“ დამატებით დრო ეკუთვნოდა, ცსკა-ს კი მოგება არ დაუმსახურებია“… როდის დაიწერა „ფუტბოლ-ხოკეის“ ცნობილი სტატია _ „წერტილი რუკაზე“

1976 წელი იდგა… „გურია“ სსრკ-ის თასის მეთექვსმეტედფინალში გავიდა, ანუ მეორე ლიგის გუნდი საბჭოთა კავშირის 32 გუნდს შორის მოხვდა. ეს ისტორიული დღე იყო ლანჩხუთის ფეხბურთის ისტორიაში _ „გურია“ მილიონობით ადამიანმა გაიცნო. …იმ დღეებში ლანჩხუთი დიდი ფეხბურთის მოლოდინით ცხოვრობდა. ხუმრობა ხომ არ იყო, არმიელთა რიგებში საბჭოთა კავშირის პირველი ნაკრების სამი წევრი გამოდიოდა. თამაში მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და […]
[გამოხმაურება] „არანაირი ერთობლივი გადაწყვეტილება, მხოლოდ 11 ხელმოწერა იყო! „გურიას“ გარდა სხვა გუნდებსაც შესთავაზეს, მაგრამ…“ _ დავით უგრელიძე

„გურია თუდეის“ ვებ-გვერდზე სტატიას _ „გურიას“ სიტყვა გადამწყვეტი აღმოჩნდა, სათქმელი „დინამოსაც“ აღარ დარჩა… მოსკოვი კი, ბოლო წუთამდე ელოდა ზარს ლანჩხუთიდან“ _ ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელ რელსებზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი დავით უგრელიძე გამოეხმაურა. „სტატიაში ბევრი უზუსტობაა, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რისი უშუალო მონაწილე და ორგანიზატორი მე ვიყავი, განცხადების დაწერიდან ტელევიზიის შენობაში მიმდინარე სხდომაზე […]
„გურიას“ სიტყვა გადამწყვეტი აღმოჩნდა, სათქმელი „დინამოსაც“ აღარ დარჩა… მოსკოვი კი, ბოლო წუთამდე ელოდა ზარს ლანჩხუთიდან

ზუსტად 30 წლის წინ, ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის გზას დაადგა _ 1990 წლის 15 თებერვალს, ჭადრაკის სასახლეში გამართულ თავყრილობაზე, ისტორიული სიტყვა ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელებმა თქვეს: სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში აღზევებული „სოფლის გუნდის“ წამყვანმა მოთამაშეებმა უარი თქვეს საბჭოთა პირველობაში მონაწილეობაზე და ლანჩხუთური კლუბის ხელმძღვანელობისა და ქომაგების დაუკითხავად (და მათი ნების საწინააღმდეგოდ) მხარი დაუჭირეს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას. მაშინ „გურიას“ […]
[ექსკლუზივი] „ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება, თუ სამშობლოსთვის დავიღუპებიო“ – რას იხსენებს 9 აპრილს გარდაცვლილი ნატო გიორგაძის და?

1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მომხდარ სასაკლაოს ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის სიცოცხლე შეეწირა. „გურია თუდესთან“ ექსკლუზიურ საუბარში ნატოს და მაია გიორგაძე იხსენებს ოჯახის ტრაგედიას და ათწლეულების შემდეგ პირველად ყვება იმ გამოცხადებაზე, რომელიც მის გარდაცვლილ დას 9 აპრილს ტრაგედიამდე ერთი წლით ადრე ჰქონდა:_ ნატო იყო 29 წლის, რომ გარდაიცვალა, ყველგან წერია, თითქოს 23 წლის იყო, რაც […]